თსუ–ში "იასამნისფერი ალმანახის" ჩვენება გაიმართა
22 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ფილმის „იასამნისფერი ალმანახი... და მერე?!'' ჩვენება გაიმართა. საღამოს საინფორმაციო მხარდამჭერი Geonews.Ge იყო.
ქართველები რთულად ვაფასებთ ყველაფერს. ის რომ ჰოლივუდიდან ცოტა შორს ვართ, როგორც მანძილით ასევე ნამუშევრებით ფაქტია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ნიჭიერი ერი ვართ და ამას ხშირად ვამტკიცებთ. ფილმის იდეა მსახიობ, დუდა სხირტლაძეს ეკუთვნის.
ალმანახში ხუთი დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმია. სტუდენტებს ნამუშევარი რეჟისორებმა თავად წარუდგინეს და დასმულ კითხვებსაც პასუხი გასცეს. ფილმების ავტორები დამწყები რეჟისორები არიან. მათ საქართველო XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ერთ კინოპროექტში გაართიანეს.
დუტა სხირტლაძე: “ძალიან კარგია, როცა ქართველი სტუდენტები გამოხატავენ სურვილს, გაეცნონ ქართული კინოს სიახლეებს. ჩვენი ფილმი იმით არის მნშვნელოვანი, რომ რეჟისორებმა ახლახანს დაამთავრეს უნივერსიტეტი და მათთვის დებიუტია. ჩემი თაობა ასეთი დამოუკიდებელი არ იყო, რადგან დიდი რეჟისორების ფრთის ქვეშ მუშაობდნენ და უმეტესობას შანსი არ ეძლეოდა, რომ თავისი სათქმელი ეთქვა. ახალგაზრდა რეჟისორებს მივეცით საშუალება, თავიანთი თავის რეალიზება მოეხდინათ. მათ უკვე ფესტივალებიც მოიგეს და მე იმედი მაქვს, რომ სხვა ფესტივალებზეც იტყვიან თავიანთ სათქმელს. ამ ფილმში გაერთიანებულია ხუთი პატარა ამბავი. მათ შორის ერთი ჩემი. ეს ჩემთვისაც დებიუტი იყო. ვფიქრობ, რომ ალმანახი ახალი აზრი და ახალი ხედვაა. ეს არის ახალგაზრდების მიერ შექმნილი, რაც ძალიან მეამაყება. ალმანახი თაზო ნარიმანიძის კინო ნოველით იწყება, რომელსაც „ქალაქი ღია ფანჯრებში“ ჰქვია.
რეჟისორი, თაზო ნარიმანიძე: „ჩემს ფილმში მოქმედება XX-ე საუკუნის დასაწყისში ვითარდება. მწერლის და მისი ახალგაზრდა მოახლეაზეა, რომელშიც სასიყვარულო ისტორია ვითარდება. ასევე, არის დეტექტიური ხაზიც. მწერალს მოსდის ანონიმური ბარათები, არის მისტიკური ელემენტებიც. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ფილმი შედგა. ჩემთვის ექსპერიმენტი იყო, რადგან ჩემი პირველი ნამუშევარია.“
„...37“ ასეთი სახელწოდება აქვს დუტა სხიტლაძის მოკლე მეტრაჟიან ფილმს, რომელიც 1937 წლის რეპრესიებზეა. შემდეგი კინონოველა სახელწოდებით „ლითონი“ გიორგი ქობალიას ეკუთვნის. „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან მე ყოველთვის მაინტერესებს ხალხის აზრი“ განაცხადა, რეჟისორმა.
„ფეხშიშველი“, რომელიც 90–ათიანი წლების მძიმე შედეგებზე გვიამბობს გიგა ბაინდურაშვილის ფილმია.
გიგა ბაინდურაშვილი: „ჩემ ფილმში მოქმედება 90–იან წლებში ხდება, სადაც მანქანის გატაცებაზეა ისტორია და ძირითადად მოქმედება მანქანაში მიმდინარეობს და იმ დროინდელ ურთიერთობებზეა.“
ბოლო მოკლესიუჟეტიანი ფილმის ავტორი ივა ფეზუაშვილია. მართალია რეჯისორი ღონისძიებას არ ესწრებოდა, მაგრამ ფილმა დანარჩენ ოთხთან ერთად სტუდენტთა მოწონება დაიმსახურა.
ჩვენებას ასევე, მსახიობი დიტო ალავიძეც ესწრებოდა.
დიტო ალავიძე: „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს არ ყოფილიყო მოვალეობის მიზნით გადაღებული ფილმი. მსახიობებისათვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან მიეცათ შანსი რომ წარმოეჩინათ თავიანთი თავი, თუმცა ბევრი ნიჭიერი მსახიობია, რომელიც სახლში ზის და ამიტომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მსახიობებისა და რეჟისორებისათვის ასევე კინოს განვითარებისათვის, რადგან ქართველი მაყურებელი კინოში არ დადის. შეიძლება ითქვას, რომ რაც ჩანაფიქრი გვქონდა ის გამოგვივიდა. ჩვენი ინტერესია, რომ ახალგაზრდებმა გაარჩიონ ცუდი და კარგი ფილმი. დღეს მაყურებლის პრობლემაა და ესეც არის ჩვენი მიზანი. გვინდა, რომ დავაინტერესოთ მაყურებელი.“
ჩვენება სამ საათს გაგრძელდა, თსუ–ს სტუდენტები ფილმით კმაყოფილები დარჩნენ. რეჟისორებმა მადლობა გადაუხადეს GeoNews.ge მხარდაჭერისთვის.
ირინა დოგრაშვილი
მსგავსი სიახლეები
შოტლანდიის ზოგიერთ მხარეში ახალ წელს განსაკუთრებული რიტუალებით ეგებებიან. კუპრით სავსე კასრებს ცეცხლზე დგამენ, ხოლო შემდეგ ცხელ გუდრონს ქუჩებში ასხამენ.
ვერძი-დღეს ის დღეა, როცა შეგიძლიათ თამამდ მოითხოვოთ სამსახურში, კუთვნილი დაწინაურება ან სულაც ხელფასის გაორმაგება. თქვენში გაძლიერებული ინტუიცია და გარშემომყოფთა მიმართ თანადგომის სურვილი, თქვენვე მოგიტანთ წარმატებას, როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში.
ვერძი - იყავით ყურადღებით სამსახურში. ეცადეთ, იყოთ თავშეკავებული და დაიცვათ ბალანსი. არ გამოხვიდეთ მდგომარეობიდან, ეს თქვენვე მოგიტანთ ზიანს.
Facebook-მა საქვეყნოდ დასდო ბრალი 5 რუს ჰაკერს, რომლებიც სოციალურ ქსელის მომხმარებლებში ავრცელებდნენ ვირუსს, სახელად "ჭია".
ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ რძის პროდუქტები ტვინს უფრო კარგად ფუნქციონირებაში ეხმარება.
ბევრ ადამიანს აქვს გატაცება, მათ შორის არის უცნაური მიდრეკილებებიც. ერთ-ერთი ასეთ უცნაურობა 43 წლის დეტროტელ ლიზას აქვს, რომელიც 15 წელიწადია კატის ბეწვს მიირთმევს და თვლის, რომ ბეწვი საუკეთესო დელიკატესია.


































