მერაბ სეფაშვილი: უგემოვნო მუსიკის კეთება მსოფლიო ტენდენციიაა
ქართული ესტრადის წარმატებული მომრერალი "ჯეონიუსთან" საუბარში ამბობს, რომ მის კარირულ წინსვლაში მთავარი წვლილი, მის მშობლებს მიუძღვით.
როგორი ბავშვობა გქონდათ?
განებივრებული ბავშვი არ ვყოფილვარ. საინტერესო ბავშვობა მქონდა, იმიტომ რომ, ჩემი მშობლები მუსიკოსები იყვნენ და ხშირად მიწევდა მათთან ერთად გასტროლებზე სიარული. ეს იმ პერიოდში დიდი ფუფუნება იყო, რადგან არ იყო საშუალება სადმე გასართობად წასულიყავი. გატაცებული ვიყავი სპორტით. სიმღერით 15 წლის ასაკში დავინტერესდი და ამ გზას გავყევი.
სად მიიღეთ მუსიკალური განათლება?
სკოლის პერიოდში ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში და შემდეგ უკვე დავამთავრე მუსკომედიის ფაკულტეტი თეატრალურ უნივერსიტეტში. ვოკალის პედაგოგი ქალბატონი ჟანა თოიძე იყო.
ვინ არის ადამიანი, ვინც დიდი როლი ითამაშა თქვენს პროფესიულ წარმატებაში?
ჩემი მშობლები. ისინი დამეხმარენ იმით, რომ გამაჩინეს და მათი გენეტიკა გამომყვა. 16 წლის ასაკში პირველად მოვხვდი ბიგ–ბენდში, რომელსაც გივი გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობდა. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ იქ ვისწავლე. შემდეგ რათქმაუნდა ცხოვრება გასწავლის და გეხმარება.
გაგიჭირდათ ქართულ შოუ–ბიზნესში თავის დამკვიდრება?
ნამდვილად არა. ყველაფერი ისე აეწყო, რომ, ადგილი შრომით დავიმკვიდრე. შეიძლება ამას გამართლებაც დავარქვათ, მაგრამ ვთვლი, რომ მთავარი ის სიყვარული იყო, რომლითაც მე ამ საქმეს ვაკეთებდი. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.
რა სირთულეები შეგხვდათ შემოქმედებით გზაზე?
სირთულეები ყოველთვის გხვდება. იმ პერიოდში, როდესაც დავიწყე, ყვლაფერს ვერ დაუკრავდი და ვერ იმღერებდი. კომუნისტების პერიოდში, თავისუფლების სირთულე ყველაზე მთავარი იყო. მაგრამ მაინც ვახერხებდით ისეთი ფორმით გაგვეკეთებინა ეს, რომ რეზულტატისთვის მიგვეღწია. ადვილი არაფერი არ არის. დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ პატარა ქვეყნაში ვცხოვრობთ და შოუ–ბიზნსზე ლაპარაკი რთულია. თუ გინდა რაიმე კარგად გააკეთო, უნდა იშრომო და აქედან ძალიან დიდ მატერიალურ სარგებელს არ უნდა ელოდო.
დღეს ქართლ შოუ–ბიზნესში არის თუ არა ჯანსაღი კონკურენცია?
პროდუქციის მხრივ არ არის, რადგან კონკურენტული პროდუქტი არ იქმნება. კონკურენცია არც ფულის მხრივ არ არის. ადრე ბევრად კარგი პროდუქცია იქმნებოდა. ამის მიზეზია, დრო, გემოვნება და აზროვნების დეფიციტი, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიებით არის გამოწვეული. უგემოვნო მუსიკის კეთება მსოფლიო ტენდენციაა. თუმცა, ალბათ აქაც მთავარი ადამიანის მონდომებაა. თუ ადამიანი მოინდომებს ყველაფერი შეუძლია.
მირანდა ჭარხალაშვილი
მსგავსი სიახლეები
23 წლის გოგონა კლერ ჯონსი უცნაური ფობიით ცხოვრობს - საჭმლის ეშინია და მხოლოდ კარტოფილს ჭამს. "მრავალ-ფეროვნებისთვის", იშვიათად კარტოფილთან ერთად ყველს და კომბოსტოს სალათს შეექცევა.
ადელი უნდა გახდეს პლანეტის ყველაზე სასურველი ქალი: 23 წლის მომღერალს 1.6 მილიონი დოლარი შესთავაზეს, ერთ-ერთი სამეგობრო ვებგვერდის, The Big and the Beautiful-ის სახედ გახდომის სანაცვლოდ.
რუსეთის ფრინველთა დაცვის ორგანიზაციამ მოუწოდა ხელისუფლებას, დაადგინოს 1 აპრილი რუსეთის ფრინველების კვლევისა და დაცვის დღედ და ერთმანეთის გაშარჟებისა და ლაზღანდარობის ნაცვლად, მოაწყოს ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებები, გარეული ცხოველების დასახმარებლად.

გამოქვეყნდა იმ ადამიანების სია, რომელთა მხარდაჭერასაც ელის ბარაკი. პოლიტიკოსს სურს, თანამოაზრეების რიგებში 200–ზე მეტ პოპულარულ ადამიანს ხედავდეს, მათ შორისაა, ჯორჯ კლუნი და ტომ ხენკსი.
უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე ექსპერტიზა მალე დასრულდება. ექსპერტიზა 23 მარტისათვის დასრულდება და ცნობილი გახდება მომღერლის გარდაცვალების მიზეზები.
ჩინეთის მეტროპოლისში, კერძოდ კი ტიანძინში ფაიფურის სახლი დააფიქსირეს. სახლის მეპატრონე 50 წლის კოლექციონერია. იანგ ლიანძიმ სახლი ასობით მილიონი ძველი ფაიფურის ნატეხისგან და ბუნებრივი კრისტალისგან მორთო.


































