საინტერესო

მიწისძვრები საქართველოში

სამშაბათი, 27 სექ 2011 23:31

ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორიგის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, მეოცე საუკუნეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების სურათი შემდეგია: 1920 წელს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი გორთან მდებარეობდა მიწისძვრის მაგნიტუდა M=6.2, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალი იყო. მიწისძვრას მსხვერპლი და დიდი ნგრევა მოჰყვა. 1963 წელს სოფ. ჩხალთასთან მოხდა მიწისძვრა, რომლის მიწისძვრის მაგნიტუდა M=6.2, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში 9 ბალი იყო. მიწისძვრას მოჰყვა ნგრევა.

ყველაზე მასშტაბური მოვლება საქართველოს ტერიტორიაზე იყო 1991 წელს მომხდარი მიწისძვრა, რომელიც რაჭის მიწისძვრის სახელითაა ცნობილი. ამ მიწისძვრაზე ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდებით: 1991 წლის 29 აპრილს 9 სთ-სა და 12 წუთზე გრინვიჩის დროით მოხდა ძლიერი მიწისძვრა. მიწისძვრის მაგნიტუდა M=6.9, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში 9 ბალი. მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მდებარეობდა. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 200-მდე ადამიანი. მიწისძვრამ დიდი ნგრევა გამოიწვია რაჭის, იმერეთის შიდა ქართლის რეგიონებში.

დაინგრა და დაზიანდა დაახლოებით 46 000 საცხოვრებელი სახლი, 1000-მდე საწარმო და სხვა ობიექტი, უსახლკაროდ დარჩა 100 000-მდე ადამიანი. მიწისძვრით მიყენებული ზარალი 10 მილიარდ მანეთად (1991 წლის კურსით) შეფასდა მიწისძვრას მოჰყვა დიდი რაოდენობით აფთერშოკები. მათგან ზოგიერთი საკმაოდ ძლიერი, რომლებმაც დამატებითი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვიეს. როგორც ვხედავთ, მაგნიტუდით რაჭის მიწისძვრა სპიტაკის მიწისძვრის ტოლია, თუმცა ზედაპირული ეფექტი მაინც სპიტაკის მიწისძვრას მეტი ჰქონდა. ამ მიწისძვრათა შედეგების შედარებისას უნდა აღინიშნოს, რომ საბენიეროდ რაჭის მიწისძვრა ძალზედ მეჩხერად დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიწისძვრით დაზარალებული ტერიტორიები დღესაც არაა აღდგენილი, არ არის აშენებული დანგრეული სახლების ნახევარიც კი. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ განვითარებად ქვეყანას მიწისძვრის შედეგები ათწლეულობით გაყვება.

რაჭის მიწისძვრიდან წელიწადნახევრის შემდეგ 1992 წლის ოქტომბერში მოხდა ძლიერი მიწისძვრა მაგნიტუდა M=6.5, ხოლო ინტენსივობა ეპიცენტრში 8 ბალი იყო. ეპიცენტრი ბარისახოსთან მდებარეობდა.

 

მსგავსი სიახლეები

ჰაჩიკო დღემდე ერთგულების სიმბოლოდ რჩება

იაპონური აკიტას ჯიშის ძაღლი ჰაჩიკო დღემდე ერთგულების სიმბოლოდ რჩება. ჰაჩიკომ თავისი ერთგულებით სიცოცხლეშივე გაითქვა სახელი. მას  გარდაცვალებამდე ცნობილმა მოქანდაკემ სიბუას სადგურში ძეგლი დაუდგა სახელწოდებით - „ერთგული ძაღლი ჰაჩიკო“. 

მეცნიერებმა კიბოს უჯრედების დასაშლელად წამალი შექმნეს

იაპონიის ფარმაცევტულმა კომპანიამ ჯანმრთელობის სამინისტროს პრეპარატის წარმოების ნებართვის  გაცემის შესახებ მიმართა. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ წამალი ანადგურებს სიმსივნის

ჰოროსკოპი 20 ივლისისთვის

ვერძი- თქვენი შეხედულებები ზოგიერთ საკითხებზე ძალზედ უცნაურია, კარგად დაფიქრდით ვიდრე პოლემიკაში ჩაებმებით. თავი აარიდეთ კამათს. თუ დაოჯახებული ხართ, დღეს შესძლებთ პარტნიორთან დაძაბული ურთიერთობების გარკვევას .

ინდოეთში 20 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურების განაჩენი გამოუტანეს

20 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურების განაჩენი იმ მიზეზით გამოუტანეს, რომ მან სხვა სარწმუნოების მამაკაცზე გადაწყვიტა გათხოვება. დაზარალებულს სათვალავი აერია, თუ რამდენმა ადამიანმა გააუპატიურა.

დედამიწას ასტეროიდი დღეს ყველაზე ახლო მანძილზე ჩაუვლის

ციური სხეულების ისტორიაში, ყველაზე ახლო მანძილზე,  დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება. 100-მეტრიანი ციური სხეულის გადაადგილებას "ნასა" პირდაპირ ეთერში გადასცემს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ასტეროიდი დედამიწას 12 საათში მოუახლოვდება.

ხვალ, საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელჭექი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ფოტოკოლაჟი