საინტერესო

სამი პროფესია, რომელიც საშინლად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე

სამშაბათი, 02 აპრ 2013 17:29

სპეციალისტებმა დაასახელეს ქალის ის სამი ყველაზე მავნე პროფესია, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლების ჯანმრთელობას ყველაზე მეტ ზიანს აყენებს. ქალისთვის ყველაზე საშიშ პროფესიებში პირველ ადგილზეა მასწავლებელი. ამ დროს, პირველ რიგში, ზიანდება ხმის იოგები, ხოლო პედაგოგების ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ანგინა ითვლება.

მეორე ადგილს იკავებს პროფესია – მაღაზიის კონსულტანტი. მათ მთელი დღე უწევთ ფეხზე დგომა, საღამოსთვის კი ფეხები შუპდება და ჩნდება სიმძიმის შეგრძნება. ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და შედეგად, შესაძლოა, თავი იჩინოს ისეთმა სერიოზულმა დაავადებამ, როგორიც არის – ვარიკოზი.

როცა მთელი დღე ფეხზე დგახარ, კუნთები იჭიმება და ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. თავდაპირველად ფეხებზე ჩნდება ცელულიტი და ლურჯი "ბადე", რასაც შემდეგ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებამდე მივყავართ.

მესამე ადგილს საშიშ პროფესიებში იკავებს ბორტგამცილებელი. მათ ყველაზე მეტი პრობლემა უჩნდებათ ფეხმძიმობის დროს.

ექიმები ორსულობის პირველ ტრიმესტრში თვითმფრინავით მგზავრობას ქალებს არ ურჩევენ, ბორტგამცილებლებს კი გამუდმებით უწევთ ფრენა. ამ გადატვირთული გრაფიკის გამო ორსულობა მძიმე ფორმებში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

14 მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი - დღეს თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ, თქვენი ჭკვიანური ქცევებით მომდევნო დღეებზე. ამიტომ ეცადეთ მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები.

დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს ნათლია შეურჩიეს

პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის ვაჟს, რომელსაც სახელად ჯორჯ ალექსანდრ ლუი დაარქვეს, შემოდგომით მონათლავენ. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ბავშვის ნათლია პრინცის ახლო მეგობარია.

facebook-მა ყველაზე ასაკოვანი მომხმარებელი გამოავლინა

სოციალურმა ქსელმა Facebook–მა თავისი ყველაზე ასაკოვანი მომხმარებელი გამოავლინა. იგი 101 წლის ფლორენს დეტლორია. მას მენლო–პარკში (კალიფორნიის შტატი) მდებარე კომპანიის შტაბ–ბინაში საზეიმო მიღება მოუწყვეს,

ლიბანში მეცნიერებმა უძველესი ოთხფეხა გველი აღმოაჩინეს

ლიბანში მეცნიერებმა უძველესი გველის გაქვავებული ნაწილები აღმოაჩინეს. ყურადღებას ამ ფაქტში ის იწვევს, რომ აღმოჩენილ გველს ფეხები შემორჩა. აღმოჩენა მეცნიერებს გველების ევოლუციის საკითხში გარკვევაში დაეხმარებათ.

ჩინეთი საფრანგეთს პანდებს უგზავნის

ჩინეთი საფრანგეთს პანდებს უგზავნის. პეკინიდან ცხოველებს საფრანგეთში უახლოეს მომავალში გააგზავნიან, სადაც ზოოპარკის ორ ახალ ბინადარს უკვე ელიან. გიგანტურ პანდებს ევროპაში 15 იანვარს, ჩარტერული რეისით გადააფრენენ.

ინდოეთში 20 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურების განაჩენი გამოუტანეს

20 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურების განაჩენი იმ მიზეზით გამოუტანეს, რომ მან სხვა სარწმუნოების მამაკაცზე გადაწყვიტა გათხოვება. დაზარალებულს სათვალავი აერია, თუ რამდენმა ადამიანმა გააუპატიურა.

ფოტოკოლაჟი