თსუ–ში "იასამნისფერი ალმანახის" ჩვენება გაიმართა
22 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ფილმის „იასამნისფერი ალმანახი... და მერე?!'' ჩვენება გაიმართა. საღამოს საინფორმაციო მხარდამჭერი Geonews.Ge იყო.
ქართველები რთულად ვაფასებთ ყველაფერს. ის რომ ჰოლივუდიდან ცოტა შორს ვართ, როგორც მანძილით ასევე ნამუშევრებით ფაქტია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ნიჭიერი ერი ვართ და ამას ხშირად ვამტკიცებთ. ფილმის იდეა მსახიობ, დუდა სხირტლაძეს ეკუთვნის.
ალმანახში ხუთი დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმია. სტუდენტებს ნამუშევარი რეჟისორებმა თავად წარუდგინეს და დასმულ კითხვებსაც პასუხი გასცეს. ფილმების ავტორები დამწყები რეჟისორები არიან. მათ საქართველო XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ერთ კინოპროექტში გაართიანეს.
დუტა სხირტლაძე: “ძალიან კარგია, როცა ქართველი სტუდენტები გამოხატავენ სურვილს, გაეცნონ ქართული კინოს სიახლეებს. ჩვენი ფილმი იმით არის მნშვნელოვანი, რომ რეჟისორებმა ახლახანს დაამთავრეს უნივერსიტეტი და მათთვის დებიუტია. ჩემი თაობა ასეთი დამოუკიდებელი არ იყო, რადგან დიდი რეჟისორების ფრთის ქვეშ მუშაობდნენ და უმეტესობას შანსი არ ეძლეოდა, რომ თავისი სათქმელი ეთქვა. ახალგაზრდა რეჟისორებს მივეცით საშუალება, თავიანთი თავის რეალიზება მოეხდინათ. მათ უკვე ფესტივალებიც მოიგეს და მე იმედი მაქვს, რომ სხვა ფესტივალებზეც იტყვიან თავიანთ სათქმელს. ამ ფილმში გაერთიანებულია ხუთი პატარა ამბავი. მათ შორის ერთი ჩემი. ეს ჩემთვისაც დებიუტი იყო. ვფიქრობ, რომ ალმანახი ახალი აზრი და ახალი ხედვაა. ეს არის ახალგაზრდების მიერ შექმნილი, რაც ძალიან მეამაყება. ალმანახი თაზო ნარიმანიძის კინო ნოველით იწყება, რომელსაც „ქალაქი ღია ფანჯრებში“ ჰქვია.
რეჟისორი, თაზო ნარიმანიძე: „ჩემს ფილმში მოქმედება XX-ე საუკუნის დასაწყისში ვითარდება. მწერლის და მისი ახალგაზრდა მოახლეაზეა, რომელშიც სასიყვარულო ისტორია ვითარდება. ასევე, არის დეტექტიური ხაზიც. მწერალს მოსდის ანონიმური ბარათები, არის მისტიკური ელემენტებიც. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ფილმი შედგა. ჩემთვის ექსპერიმენტი იყო, რადგან ჩემი პირველი ნამუშევარია.“
„...37“ ასეთი სახელწოდება აქვს დუტა სხიტლაძის მოკლე მეტრაჟიან ფილმს, რომელიც 1937 წლის რეპრესიებზეა. შემდეგი კინონოველა სახელწოდებით „ლითონი“ გიორგი ქობალიას ეკუთვნის. „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან მე ყოველთვის მაინტერესებს ხალხის აზრი“ განაცხადა, რეჟისორმა.
„ფეხშიშველი“, რომელიც 90–ათიანი წლების მძიმე შედეგებზე გვიამბობს გიგა ბაინდურაშვილის ფილმია.
გიგა ბაინდურაშვილი: „ჩემ ფილმში მოქმედება 90–იან წლებში ხდება, სადაც მანქანის გატაცებაზეა ისტორია და ძირითადად მოქმედება მანქანაში მიმდინარეობს და იმ დროინდელ ურთიერთობებზეა.“
ბოლო მოკლესიუჟეტიანი ფილმის ავტორი ივა ფეზუაშვილია. მართალია რეჯისორი ღონისძიებას არ ესწრებოდა, მაგრამ ფილმა დანარჩენ ოთხთან ერთად სტუდენტთა მოწონება დაიმსახურა.
ჩვენებას ასევე, მსახიობი დიტო ალავიძეც ესწრებოდა.
დიტო ალავიძე: „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს არ ყოფილიყო მოვალეობის მიზნით გადაღებული ფილმი. მსახიობებისათვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან მიეცათ შანსი რომ წარმოეჩინათ თავიანთი თავი, თუმცა ბევრი ნიჭიერი მსახიობია, რომელიც სახლში ზის და ამიტომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მსახიობებისა და რეჟისორებისათვის ასევე კინოს განვითარებისათვის, რადგან ქართველი მაყურებელი კინოში არ დადის. შეიძლება ითქვას, რომ რაც ჩანაფიქრი გვქონდა ის გამოგვივიდა. ჩვენი ინტერესია, რომ ახალგაზრდებმა გაარჩიონ ცუდი და კარგი ფილმი. დღეს მაყურებლის პრობლემაა და ესეც არის ჩვენი მიზანი. გვინდა, რომ დავაინტერესოთ მაყურებელი.“
ჩვენება სამ საათს გაგრძელდა, თსუ–ს სტუდენტები ფილმით კმაყოფილები დარჩნენ. რეჟისორებმა მადლობა გადაუხადეს GeoNews.ge მხარდაჭერისთვის.
ირინა დოგრაშვილი
მსგავსი სიახლეები
ვერძი - დღეს იქნებით მოუთმენლები, თუმცა ვარსკვლავები დღეს თავშეკავებას გირჩევენ. ეცადეთ თქვენი მოზღვავებული ენერგია დადებითი კუთხით გამოიყენოთ.
ახალი წლის მოახლოებისას სახლის და საახალწლო სუფრის მორთვის საკითხი ძალზე აქტუალურად გვეჩვენება. ყველას სურს, რომ დეკორი განსაკუთრებული იყოს, რომ ნაძვის ხის სათამაშოებიც კი აღფრთოვანებას იწვევდნენ ახლობლებში და ნათესავებში. ყველას აქვს საკუთარი ლამაზი და საინტერესო ტრადიცია, მაგრამ მათ აერთიანებთ ახალი წლის 3 უცვლელი სიმბოლო.
გაზაფხულის დადგომას თან ახლავს ჭორფლის გაჩენის საშიშროება. მზის სხივები ზოგიერთი ტიპის კანზე განსხვავებულად მოქმედებს და ე.წ. ჭორფლს აჩენს. ეს არის ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია, რომელიც ადამიანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.
წლევანდელი ჰელოუინის დღესასწაული ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე პომპეზური და გამორჩეული იმით გახდა, რომ 50-მდე ”მოპსის” ჯიშის ძაღლი სხვადასხვა ჰოლივუდური ფილმის გმირების კოსტუმებში გამოაწყვეს. განსაკუთრებული მოწონება ”ვარსკვლავური ომების” ”მსახიობებმა” დაიმსახურეს, რომლებიც თავდაჭერით პოზირებდნენ კამერის წინ.
ახალ რობო-ბიჭუნას, „დიეგო-სანის“, პატარა ბავშვის თვისებები აქვს და ადამიანებისგან ქცევების სწავლა შეუძლია. "დიეგო-სანს" თვალებში მაღალი აღქმის და მგრძნობელობის კამერები აქვს, რისი მეშვეობითაც მას შეუძლია დაინახოს ადამიანები, დააფიქსიროს მათი ემოციები და ჟესტები.
ვერძი-დღევანდელი დღე გაიძულებთ, საკუთარ ცხოვრებას ფილოსოფიურ ჭრილში შეხედოთ. შეეცადეთ ობიექტურად გადააფასოთ, თქვენს მიერ აქამდე განვლილი ცხოვრების გზა და იმაზეც დაფიქრდეთ, რომ იქნებ მიმართულების შეცვალის დრო დადგა. სამომავლოდ დასახულ მიზნებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებთ წარმატებით, თუ მათ ახლებურად მიუდგებით.


































