საინტერესო

მერაბ სეფაშვილი: უგემოვნო მუსიკის კეთება მსოფლიო ტენდენციიაა

შაბათი, 16 ივნ 2012 14:39

ქართული ესტრადის წარმატებული მომრერალი "ჯეონიუსთან" საუბარში  ამბობს, რომ მის კარირულ წინსვლაში მთავარი  წვლილი, მის მშობლებს მიუძღვით.

როგორი ბავშვობა გქონდათ?

განებივრებული ბავშვი არ ვყოფილვარ. საინტერესო ბავშვობა მქონდა, იმიტომ რომ, ჩემი მშობლები მუსიკოსები იყვნენ და ხშირად მიწევდა მათთან ერთად გასტროლებზე სიარული. ეს იმ პერიოდში დიდი ფუფუნება იყო, რადგან არ იყო საშუალება სადმე გასართობად წასულიყავი. გატაცებული ვიყავი სპორტით. სიმღერით 15 წლის ასაკში დავინტერესდი და ამ გზას გავყევი.

სად მიიღეთ მუსიკალური განათლება?

სკოლის პერიოდში ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში და შემდეგ უკვე დავამთავრე მუსკომედიის ფაკულტეტი თეატრალურ უნივერსიტეტში. ვოკალის პედაგოგი ქალბატონი ჟანა თოიძე იყო.

ვინ არის ადამიანი, ვინც დიდი როლი ითამაშა თქვენს პროფესიულ წარმატებაში?

 ჩემი მშობლები. ისინი დამეხმარენ იმით, რომ გამაჩინეს და მათი გენეტიკა გამომყვა. 16 წლის ასაკში პირველად მოვხვდი ბიგ–ბენდში, რომელსაც გივი გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობდა. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ იქ ვისწავლე. შემდეგ რათქმაუნდა ცხოვრება გასწავლის და გეხმარება.

გაგიჭირდათ ქართულ შოუ–ბიზნესში თავის დამკვიდრება?

ნამდვილად არა. ყველაფერი ისე აეწყო, რომ, ადგილი შრომით დავიმკვიდრე. შეიძლება ამას გამართლებაც დავარქვათ, მაგრამ ვთვლი, რომ მთავარი ის სიყვარული იყო, რომლითაც მე ამ საქმეს ვაკეთებდი. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.

რა სირთულეები შეგხვდათ შემოქმედებით გზაზე?

სირთულეები ყოველთვის გხვდება. იმ პერიოდში, როდესაც დავიწყე, ყვლაფერს ვერ დაუკრავდი და ვერ იმღერებდი. კომუნისტების პერიოდში, თავისუფლების სირთულე ყველაზე მთავარი იყო. მაგრამ მაინც ვახერხებდით ისეთი ფორმით გაგვეკეთებინა ეს, რომ რეზულტატისთვის მიგვეღწია. ადვილი არაფერი არ არის. დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ პატარა ქვეყნაში ვცხოვრობთ და შოუ–ბიზნსზე ლაპარაკი რთულია. თუ გინდა რაიმე კარგად გააკეთო, უნდა იშრომო და აქედან ძალიან დიდ მატერიალურ სარგებელს არ უნდა ელოდო.

დღეს ქართლ შოუ–ბიზნესში არის თუ არა ჯანსაღი კონკურენცია?

პროდუქციის მხრივ არ არის, რადგან კონკურენტული პროდუქტი არ იქმნება. კონკურენცია არც ფულის მხრივ არ არის. ადრე ბევრად კარგი პროდუქცია იქმნებოდა. ამის მიზეზია, დრო, გემოვნება და აზროვნების დეფიციტი, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიებით არის გამოწვეული. უგემოვნო მუსიკის კეთება მსოფლიო ტენდენციაა. თუმცა, ალბათ აქაც მთავარი ადამიანის მონდომებაა. თუ ადამიანი მოინდომებს ყველაფერი შეუძლია.

 

 

მირანდა ჭარხალაშვილი

მსგავსი სიახლეები

ვიეტნამის მატარებელში 4 ტომარაში მოთავსებული შხამიანი გველები აღმოაჩინეს

ვიეტნამის მატარებელში, სკამის ქვეშ 4 ტომარაში მოთავსებული შხამიანი გველები -  სამეფო კობრები აღმოაჩინეს. რკინიგზის წარმომადგენლების თქმით, მათ ამ უჩვეულო "ბარგის" შესახებ შეშინებულმა მგზავრებმა შეატყობინეს.

National geograiphic-მა "ტიტანიკის" ახალი ფოტოები დაბეჭდა

National geograiphic-მა, "ტიტანიკის" ტრაგიკული ჩაძირვის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ოკეანის ფსკერზე მდებარე ხომალდის ახალი ფოტოები დაბეჭდა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარების ჯგუფმა გადაიღო.

3 აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი - დღის საათები შემოქმედებითი გეგმების რეალიზებას და რომანტიკული ურთიერთობის მოგვარებას დაუთმეთ. საღამოს შემართება და სასიყვარულო ვნება შეუფერებელი იქნება.

რუსი პედაგოგი რადიოაქტიურ ელემენტებს უკვდავებისთვის აგროვებდა

რუსმა პედაგოგმა 14 კილოგრამი რადიოაქტიური ნივთიერება შეაგროვა. ამ ადამიანს პოლიციამ მიაკვლია და აღმოჩნდა, რომ რადიოაქტიური ნივთიერებების მფლობელს უკვდავების წამლისთვის სჭირდებოდა.

სასწორებს გაშველებაც და აყალმაყალის ატეხვაც შეუძლიათ

სასწორი ვერ  იტანს უხეშობას.  ადამიანები უყვარს, მაგრამ ბრბოს ვერ იტანს. მოჩხუბრებს კეთილ ფერიად ევლინება და აშველებს, მაგრამ მეორე წუთში შესაძლოა აყალმაყალის ამტეხის როლში ვიხილოთ.

ლაპლანდიელი სანტას პლანეტის გარშემო მოგზაურობის ნახვა ონლაინ რეჟიმშია ...

შობის დადგომამდე 24 საათით ადრე ლაპლანდიელი სანტა კლაუსი პლანეტის გარშემო მოგზაურობაში გაემგაზავრება. სანტა კლაუსის და მისი ირემის, რუდოლფის მარშრუტს ტრადიციულად პენტაგონის საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურობა აკონტროლებს.

ფოტოკოლაჟი