დიეტა, რომელსაც ვარსკვლავები იყენებენ
ჭარბი წონა 21–ე საუკუნის პრობლემაა. წონის დაკლებას კი თითქმის ყველა დიეტით ცდილობს. ვარსკვლავები, რომლებიც მუდმივად ექცევიან პრესისა თუ რიგითი ადამიანების ყურადღების ცენტრში, ყოველთვის გვჭრიან თვალს თავიანთი სილამაზით.
ნუ გგონიათ, რომ მათი მომხიბვლელი გარეგნობა მხოლოდ ბუნების საჩუქარია. ისინიც აქტიურად მიმართავენ დიეტებს. გთავაზობთ რამდენიმე ვარსკვლავის დიეტას:
ჯულია რობერტსს ეს დიეტა დიეტოლოგმა პერიკონემ შეურჩია. დიეტის მთავარი კომპონენტია ორაგული, რომელსაც მსახიობი მიირთმევს საუზმეზეც, სადილზეც და ვახშამზეც. პროფესორი პერიკონე თვლის, რომ ორაგული ნაოჭების პირველი მტერია. თუ ამავე დროს რაციონიდან ამოიღებთ შაქარსა და ცხიმს, წონასაც საგრძნობლად დაიკლებთ. დილით, გაღვიძებისთანავე: 350 მლ მინერალური წყალი; საუზმეზე: 100 გ. ორაგული, ნახევარი თეფში წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, 1 ცალი მწვანე ვაშლი და 350 გ. მინერალური წყალი; ლანჩი: 250 გ. დაკონსერვებული ორაგული, რამდენიმე ფურცელი ზეითუნის ზეთმოსხმული მწვანე სალათა, 350გ. მინერალური წყალი;
სადილი: 50 გ. ქათმის თეთრი ხორცი, 4 ცალი თხილი, ნახევარი ახალი მწვანე ვაშლი, 350 მგ მინერალური წყალი; ვახშამი: მეორდება ლანჩი.
კინოვარსკვლავი სოფი ლორენი უკვე რამდენიმე წელია, ერთი და იმავე დიეტით სარგებლობს და მუდამ ფორმაშია.მსახიობი ნებისმიერ ტრაპეზს იწყებს ნახევარი გრეიფურტით, მისი საუზმე კი, განურჩევლად მენიუსი, ყოველთვის 800 კალორიას შეიცავს. სწორედ ნახევარი გრეიფურტი წვავს 800 კალორიას.
დიეტას, რომელსაც ბრიტნი სპირსი იცავს, კინოვარსკვლავები კარგად იცნობენ, რადგან მათ, როლის შესაბამისად, ხშირად მოკლე ხანში სჭირდებათ წონის დაკლება. დიეტა ასეთია: მთელი დღის განმავლობაში 5 ფინჯანი რძიანი ყავა უშაქროდ და 80 გრამი შავი შოკოლადი. დღეში 1-2 კილოგრამის დაკლება გარანტირებულია.
ჯენიფერ ლოპესს წონის დასაკლებად მხოლოდ ერთი კვირა სჭირდება და არც თავისი წონის შენარჩუნება უჭირს, რადგან რაციონიდან საერთოდ ამოღებული აქვს შაქარი და მარილი. დიეტა ასეთია: პირველი დღე – ორთქლზე შემწვარი წიწილა (სამ ულუფად გაყავით და მიირთვით საუზმედ, სადილად და ვახშმად); მეორე დღე – 300 გრამი ასევე ორთქლზე შემწვარი ხბოს ხორცი (სამ ულუფად, მთელი დღის განმავლობაში)’ მესამე დღე – 3–5 ფინჯანი უშაქრო შავი ყავა.
ნინო დვალაშვილი
მსგავსი სიახლეები
23 წლის რუმინელი რიფკა სტნაესკუ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ბებია გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცას "გაზეტა.რუ" ავრცელებს.
ქალაქ ოზერსკის მოსახლეობამ ცაში უცნაური მფრინავი ობიექტი შენიშნა. "Нового Региона"-ის ინფორმაციით, ქალაქის მცხოვრებლები გაოცებულები იყვნენ უცნობი მფრინავი ობიექტის ნახვით.
ოდრი ჰეპბერნის ცნობილი კაბა აუქციონზე გამოიტანეს. კაბა, რომელიც მსახიობს 1993 წელს გამართული ოსკარების ცერემონიაზე ეცვა, 60 000 ევროდ იყიდება.
ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი დასკვნა დადეს, რომელიც ჩაის მოყვარულებს ეხება, განსაკუთრების კი მათ, ვინც რამდენიმე ფინჯან ჩაის ყოველდღიურად მიირთმევს.
Science–ის ჟურნალში დაიბეჭდა სტატია, რომელიც მარჯნის რიფების ზრდას შეეხებოდა. ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოკეანეების მჟავიანობის რაოდენობის ზრდა ზოგიერთი მარჯნის რიფების სახეობისთვის საშიში არაა. ითვლებოდა, რომ სწორედ ეს მიზეზი ანადგურებდა რიფებს.
სუნამო ავტო-მოყვარულისთვის - ავტო-მოყვარული ის მამაკაცია, რომელიც კარგად ერკვევა ავტომობილების მოდელებში, დიდ დროსა და სახსრებს სწირავს მანქანაზე ფიქრსა და ზრუნვას.

































