საინტერესო

ახალი წლის 3 სიმბოლო

სამშაბათი, 27 დეკ 2011 23:17

ახალი წელიახალი წლის მოახლოებისას სახლის და საახალწლო სუფრის მორთვის საკითხი ძალზე აქტუალურად გვეჩვენება. ყველას სურს, რომ დეკორი განსაკუთრებული იყოს, რომ ნაძვის ხის სათამაშოებიც კი აღფრთოვანებას იწვევდნენ ახლობლებში და ნათესავებში. ყველას აქვს საკუთარი ლამაზი და საინტერესო ტრადიცია, მაგრამ მათ აერთიანებთ ახალი წლის 3 უცვლელი სიმბოლო.

ჯადოსნური ხე

ახალი წლის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი ნაძვის ხე არის. კარგი და ლამაზი ახალი წელი ხომ არ არის მხოლოდ და მხოლოდ საცივი, გოზინაყი,  მანდარინები, ’’ოლივიე’’ და შამპანიური? ამ დღესასწაულის  ლამაზად  მორთულ ხესთან გატარება   არაფერს შეედრება! ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე? – არასდროს!

ფოლკლორული პერსონაჟები

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი სიმბოლო თოვლის ბაბუა არის. როგორც ბავშვებს სწამთ, ახალი წლის ღამეს კეთილი თოვლის ბაბუა ჩამოვა მთიდან და უამრავ საჩუქარს და ტკბილეულს ჩამოუტანს მათ. როგორც წესი, თოვლის ბაბუას გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც გრძელი თეთრი წვერი აქვს. ცალ მხარეს საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს ჩამოკიდებული. ყოველ ქვეყანას ჰყავს საკუთარი საახალწლო პერსონაჟი-თოვლის ბაბუის ანალოგი. მაგალითად,  ბულგარეთში მას ზიუზიას უწოდებენ, აშშ-ში სანტა კლაუს-ს, საფრანგეთში პერე ნოელ-ს, ფინეთში კი იულუპუკის.

პატარა საჩუქრები დიდი დღესასწაულისთვის

მესამე და ყველაზე სასიამოვნო ატრიბუტი საახალწლო საჩუქრებია. რაა ახალი წელი ჯადოსნური საჩუქრების გარეშე?  ამ საოცარ ღამეს ხომ ყველა ჩვენი სურვილი აუცილებლად ახდება! რამის ჩუქებისას უნდა ვიყოთ გულწრფელები, ექსკლუზიურობაც არ უნდა გვაკლდეს. როგორც აღმოჩნდა,  ხელნაკეთ საჩუქრებსაც შეუძლიათ საუბარი: სიყვარულზე, მეგობრობაზე და მათი შემქმნელის ნიჭზე.

                                                                                                                 მარია გრიგორიანი

მსგავსი სიახლეები

ლითონის ჭურჭლისგან შექმნილი ხელოვნება

ინდოეთის ყველაზე ცნობილი და თანამედროვე მხატვარი უბიოდ გიუპტა უჟანგავი ლითონისგან დამზადებული ჭურჭლისგან ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. იგი ქვაბების, ყუთების, რძის სათლების დახმარებით ქანდაკებებსა და სურათებს ოსტატურად აწყობს.

აპრილის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი - აპრილში რატომღაც ყოველთვის გამოჩნდება მიზეზები, რომელიც მნიშვნელოვან საქმეებს გვერდზე გადაგადებინებთ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი შენაძენიც გელოდებათ,  

18 წლის ყველაზე პატარა გოგონა გინესის წიგნში შევიდა

მე-18 დაბადების დღე ალბათ ყველასთვის მნიშვნელოვანია, რადგან სრულწლოვანი და სრულუფლებიანი ადამიანი ხდები,

მთვარის დაბნელება ორი საათის წინ დაიწყო

მთვარის დაბნელება2011 წელს, უკვე მეორედ,  მთვარის სრული დაბნელება უკვე დაიწყო. მიმდინარე წელს ჯერ ივნისში, მეორედ კი დღეს, მთვარე სრულად დაბნელდა. " სუპერდაბნელების" ნახვა აშშ-სა და ევროპის მოსახლეობამ შეძლო. ამის შესახებ "ნასა" იუწყება. მთვარე დედამიწის ამ რაიონებში ჰორიზონტთან უფრო ახლოს იყო და იგი იმაზე დიდი გამოჩნდა, ვიდრე ზენიტში ჩანს.

ბრიტანელი დელვარ სინგხო მეუღლეს საკვებში სტეროიდებს რეგულარულად უყრიდა

იმისათვის, რომ ცოლს არ ეღალატა, ბრიტანელი დელვარ სინგხო მეუღლეს საკვებში სტეროიდებს რეგულარულად უყრიდა. შედეგად ქალი გასუქდა, დაიწყო გამელოტება, ნიკაპზე, ზედა ტუჩსა და ზურგზე თმა ამოუვიდა. ქალი ხშირად ჩიოდა საჭმლის მწარე გემოზე, მაგრამ ქმარი ჯასპრიტს აიძულებდა, კერძი ბოლომდე ეჭამა.

ანჯელინა ჯოლის ნახევრად შიშველ ფოტოს აუქციონზე გაიტანენ

ანჯელინა ჯოლის ნახევრად შიშველ ფოტოს აუქციონზე გაიტანენ. სავარაუდოდ, თეთრ ცხენთან გადაღებული ფოტო 25-35 ათას ფუნტად გაიყიდება, ფოტო, რომელზეც ცხენს თავი  მსახიობის შიშველ მკერდში აქვს ჩარგული, 2001 წელსაა გადაღებული.

ფოტოკოლაჟი