რეგიონები

დუშეთის გამგეობაში ინციდენტი მოხდა

პარასკევი, 28 ოქტ 2011 11:35

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინციდენტი მოხდა. ტერიტორიული კეთილმოწყობის განყოფილების უფროსმა შორენა კბილცეცხლაშვილმა და ამავე განყოფილების სამსახურის სპეციალისტმა მარიამ კარიაულმა იჩხუბეს. აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

დაპირისპირებული მხარეების გაშველება დუშეთის გამგებელმა ლაშა ჯანაშვილმა სცადა. „გაჩუმდით, თორემ ამ ამბავს ინტერნეტში შეყრიანო“.

როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, კბილცეცხლაშვილი მარიამ კარიაულს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას - ინდმეწარმეებთან ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვდა. კარიაულმა კი აღნიშნული დავალების შესრულებაზე უარი თქვა. ჩხუბის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

 „ჩხუბი ნამდვილად მოხდა. მე მივეცი დავალება, ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, რომელიც გადმომიგზავნა უკან. შემდეგ პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. პატივის და ღირსების შელახვა იყო ეს, რასაც არ ვაპატიებ. გუშინდელი შემთხვევა პირველი არ არის, მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა. თვეში ერთხელ ამ მდგომარეობაში ვარ. ამას ასე არ დავტოვებ. არც პოლიცია და არც სასამართლოს გზა არ მესწავლება“, - განაცხადა შორენა კბილცეცხლაშვილმა.

მარიამ კარიაულმა ჩხუბის ფაქტი კატეგორიულად უარყო. „არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ეტყობა ტყუის, ვიღაცა, ვინც დაგირეკათ“, - განაცხადა კარიაულმა.

მარიამ კარიაული გამგეობაში სპეციალისტის თანამდებობაზე კეთილმოწყობის დარგში 2011 წლის იანვარში დაინიშნა. ის მანამდე დუშეთის მე-3 ბაგა-ბაღის გამგე იყო, საიდანაც თანამშრომლების მოთხოვნით გაუშვეს. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კარიაულმა გამგეობაში თანამდებობა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთან ზურაბ ოტიაშვილთან მეგობრობის გამო მიიღო. გამგეობის თანამშრომლების თქმით, კარიაული კერძო საუბრებში ხშირად აცხადებს, „ოტიაშვილთან კაბინეტში რომ შევდივარ, ფეხზე დგება და ისე მესალმებაო“. რაც შეეხება შორენა კბილცეცხლაშვილს, ის „კმარას“ ყოფილი აქტივისტია.

 

მსგავსი სიახლეები

კახეთში, მძღოლებს "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე თბილისში მხარდამჭერების წაყვანა ...

კახეთში, მძღოლებს, 11 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე რეგიონიდან თბილისში მხარდამჭერების წაყვანა აუკრძალეს.

შოთა მურღულია პროექტების დაფინანსების შესახებ იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის კრიტერიუმებსა და დაფინანსების

თელავი-წინანდლის დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა

გვიან ღამით, თელავი-წინანდლის დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა. შემთხვევის დროს ხიდზე მანქანა მოძრაობდა, რომელიც მდინარეში ჩავარდა, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლი დაშავდა, თუმცა სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გორში ახალ წელს "ჯეოსტარელები" იმღერებენ

გორში ახალი წლის დღეებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ქალაქის ცენტრში უკვე მოირთო საახალწლო ნაძვის ხე. ქალაქის ქუჩები, შენობა–ნაგებობები და სკვერები ფერადი სანათებითაა განათებული. ცენტრალურ მოედანზე 31 დეკემბრის ღამეს კონცერტი გაიმართება.

„კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ მოსახლეობას დამატებით 200 ლარი ...

დენისაგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში "კახეთის ენერგო-დისტრიბუციის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიამ მოქალაქეებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გარდა, დამატებით 200 ლარი დაარიცხა.

19 ოქტომბერს მირზაანში ნიკო ფიროსმანს გაიხსენებენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, მრგვალ მაგიდასთან, ნიკო ფიროსმანს სამოვარის თანხლებით 19 ოქტომბერს გაიხსენებენ,- ამის შესახებ ინფორმაციას  ქიზიყი.ge ავრცელებს  ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის მმართველმა ნელი გობეჯიშვილზე დაყრდნობით.

ფოტოკოლაჟი