რეგიონები

სერგო ჯავახიძე სამონასტრო კომპლექსის გახსნას დაესწრო

პარასკევი, 16 სექ 2011 14:07

მოდზრაობა-სამარტლიანიმოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი  სერგო ჯავახიძე დარიალის ხეობაში მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის სამონასტრო კომპლექსის გახსნას დაესწრო.

სამონასტრო კომპლექსი რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვები  პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე აიგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, უწმინდესისა და უნეტარესის ილია ||-ის ლოცვა-კურთხევით.

 

მსგავსი სიახლეები

ახმეტის რაიონში შესაძლოა ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდეს

ახმეტის რაიონში შესაძლოა ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდეს.  ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც რაიონს კახეთის მხარესთან დამეგობრებული გერმანიის ბიბერახის მხარის უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ.

აჭარაში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია

აჭარის მაღალმთიანეთში, კერძოდ, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია. დაბა ხულოსა და მის სოფლებში 50 სანტიმეტრამდე მოთოვა. მაღალმთიან სოფლებში შიდა გზებზე გადაადგილება დილიდან შეუძლებელი იყო,თუმცა რაიონულ ცენტრამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია. ხულოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია მთელი დღის განმავლობაში გათიშული ჰქონდა.

ე.წ კოკოითის ხელისუფლებამ საზეიმო ღონისძიებები გადადო

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების გამო დამოუკიდებლობის 19 წლისთავისადმი მიძღვნილი ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დე-ფაქტო ხელისუფლების ადმინისტრაცია ავრცელა.

დედოფლისწყაროში 10 ქუჩას სახელს შეუცვლიან

დედოფლისწყაროში 10 ქუჩას სახელს შეუცვლიან, აღნიშნული გადაწყვეტილებას ამის შესახებ საკრებულო, უახლოეს სხდომაზე მიიღებს. სახელები შეეცვლება ძირითადად იმ ქუჩებს, რომლებსაც  საბჭოური სახელები ჰქვია. სახელი შეეცვლება: ლესელიძის, გორკის, გამარჯვების, მეტალურგების, სამთოელების და სხვა ქუჩებს.

ზუგდიდის რაიონში ჩაის პლანტაციას ხანძარი გაუჩნდა

ჩაის პლანტაციებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ სამეგრელოში. ზუგდიდის რაიონის 5 სოფელში ცეცხლი დაახლოებით 100 ჰექტარამდე მიწის ფართობზე იყო გავრცელებული.

დარიალის ხეობაში მთის მოწყვეტამ მდინარე თერგი ჩაკეტა

დარიალის ხეობაში დღეს მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ფოტოკოლაჟი