ტექნოლოგიები

საქართველოში მზის ელემენტზე მომუშავე ნეთბუქი შემოვიდა

ორშაბათი, 21 ნოე 2011 13:34

ქართულ ბაზარზე პირველად შემოვიდა ნეთბუქი, რომელიც მზის ბატარეის საშუალებით მუშაობს. ნეთბუქის პანელი მზის ბატარეით არის აღჭურვილი და მას განუწყვეტლივ 8 საათის განმავლობაში შეუძლია მუშაობა.

მას აქვს 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და ინტეგრირებული ვიდეო დაფა, რომლის მონაცემები სავსებით საკმარისია საოფისე პროგრამებში და ინტერნეტში სამუშაოდ, თუმცა,  რთული ვიდეო თამაშებისთვის ეს ნეთბუქი არ გამოდგება.

ნეთბუქის საცალო ფასი 899 ლარს შეადგენს და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს ელექტრო მაღაზიებში შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

Chicago Tribune: ამერიკა twitter–ულ აზროვნებაზეა გადასული

Chicago Tribune–ის ჟურნალისტი რეიჩელ მერსდენი პუტინის პროგრამულ სტატიაში ნათქვამმა სიტყვებმა გააოცა: "ჰორიზონტს იქით ყურება“ , " საფრთხის 30–50 წლით ადრე პროგნოზირება“.

AOC-მა ახალი მონიტორი წარადგინა

AOC-მა პრეზენტაცია გაუკეთა ახალ მონიტორს 52 სერიიდან.

e2752Vh მოდელი 27 დიუმიანი დისპლეით გამოირჩევა. იგი რასაკვირველია ენერგოეკონომიურ LED მონიტორთა ოჯახს ეკუთვნის.

VW Beetle-ში ხაზი მამაკაცურ დეტალებზეა გასმული

Volkswagen Beetle-ის საბოლოო ვერსია შესახედავად ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება, თუმცა როგორც კომპეტენტური პირები ამბობენ, სამართავად ძალიან უხეში და მოუხერხებელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, Volkswagen-ი იმედოვნებს, რომ ახალი Beetle-ი უფრო ფართო საზოგადოებას მიიზიდავს, ვიდრე ამას Beetle-ის წინა მოდელები ახერხებდნენ.

Motorola Mobility-სა და Apple-ს შორის საპატენტო ომი მიმდინარეობს

გერმანიის სასამართლომ წინა კვირას საბოლოოდ აღიარა Motorola Mobility-ის პრეტენზიების ლეგიტიმურობა Apple-ის მიმართ, რომლის მიხედვითაც მოპასუხე მხარე არაკანონიერად იყენებდა iPhone-ის სმარტფონებში და iPad-ის პლანშეტებში 3G-მოდულის ტექნოლოგიებს, რომლის გამოყენების უფლებაც მხოლოდ მომჩივანს ეკუთვნის.

Facebook-ში საძულველი ადამიანების მონიშვნაც იქნება შესაძლებელი

ტეხასის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა, პროფესორ დინ ტერის ხელმძღვანელობით,  Facebook-ის ახალი დამატება შექმნეს. მისი მეშვეობით მომხმარებელს შეეძლება მონიშნოს საძულველი ადამიანი, კლიპი, ფილმი თუ სხვა ნებისმიერი მასალა.

ევროპაში ახალი თვითმფრინავის პრეზენტაცია შედგა

ევროპაში ახალი თვითმფრინავის პრეზენტაცია შედგა, რომელიც ტოკიოდან პარიზში 2 საათნახევარში ჩაფრინდება. იდეა ევროპის აეროკოსმოსურ კორპორაციას ეკუთვნის. თვითმფრინავი 50-100 მგზავრს დაიტევს.

ფოტოკოლაჟი