ტექნოლოგიები

Google-ის მობილურ ვერსიაში ხელწერით ძიების სერვისი ამოქმედდა

ორშაბათი, 30 ივლ 2012 14:59

კომპანია Google-მა თავის საძიებო სისტემას მონაცემების ხელით შეყვანის ფუნქცია დაამატა.

როდესაც რეჟიმი ჩართულია, მომხმარებელს შეუძლია სმარტფონის ეკრანზე, თითებით დაწეროს საძიებო მოთხოვნა. ამასთან, აუცილებელი არაა, ტექსტი საძიებო ველში ეტეოდეს - ასოების დაწერა ეკრანის სხვა ნაწილებშიცაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, მოთხოვნა შესაძლოა ბოლომდე არც იქნას დაწერილი - უკვე შეყვანილი სიმბოლოების საფუძველზე Google-ი მომხმარებელს ავტოშევსების ვარიანტებს სთავაზობს. საჭირო მათგანის შერჩევის შემდეგ, მომხმარებელი ეკრანზე ძიების შედეგს დაინახავს.

მონაცემების ხელით შეყვანის რეჟიმის ჩართვა შესაძლებელია Google-ის მობილური ვერსიიდან. პროგრამას გააჩნია 27 ენის მხარდაჭერა. ფუნქცია მუშაობს მოწყობილობებზე iOS 5-ის, Android 2.3-ისა და Android 4.0-ის მხარდაჭერით.

Google-ის აზრით, ამ რეჟიმში წერა მოსახერხებელია რყევის პირობებში ან სიტუაციებში, როდესაც მოწყობილობა მომხმარებლისგან დაშორებით მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები

მეცნიერებმა ბირთვული საათი გამოიგონეს

სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის,  ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ნევადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბირთვული საათის ახალი სქემა გამოიგონეს, რომლიც სიზუსტით რამდენჯერმე ჯობია ახლანდელ ანალოგებს, - იტყობინება Lenta.ru

კომპანია "OSMP"-მა ქართული ინტერნეტ ტერმინალის "gadaixade.ge"-ს პრეზენტაცია გაიმართა

osmpკომპანია "OSMP" (მონეტარული გადასახადების გაერთიანებული სისტემები) წარმომადგენლებმა, დღეს "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში უნივერსალური ქართული ინტერნეტ ტერმინალის "gadaixade.ge"-ის პრეზენტაცია გამართეს. ეს არის პირველი უნივერსალური სწრაფი გადახდის ინტერნეტ ტერმინალი.

ფოთში „სილქნეტის“ სადენები დააზიანეს

ფოთში „სილქნეტის“ 50-მდე აბონენტი სატელეფონო და ინტერნეტ-მომსახურების გარეშეა დარჩენილი. კოსტავას #4-ში, მრავალბინიან კორპუსში შემავალი სადენები, 6 სექტემბერს, ეზოდან ავტროფარეხების ნანგრევების გატანისას, ექსკავატორმა დააზიანა.

ევროკომისიამ "Microsoft"–ის მიერ "Skype"–ის შეძენა დაამტკიცა

ევროკომისიამ კორპორაცია "Microsoft"–ის მიერ VoIP–ტელეფონის სერვისის "Skype"–ის შეძენის გარიგება დაამტკიცა. როგორც კომისიის დასკვნაშია ნათქვამი, გარიგება ინტერნეტ–ტელეფონის ევროპულ ბაზარზე არსებულ კონკურენციას ხელს არ შეუშლის  და არ შეზღუდავს 50 მილიონ ევროპელ მომხმარებელს. ეს ბაზარი კვლავ იზრდება და მასზე მრავალრიცხოვანი მოთამაშეები არიან, მათ შორის Google, – აღნიშნავს კომისია.

Facebook-ის გვერდებისთვის timeline-ი საქართველოში ...

Facebook-ი გეგმავს timeline ახლა გვერდებისთვისაც შექმნას. როგორც ნავარაუდევია, მისი გამოსვლა 2012 წლის 2 მარტს იგეგმება. timeline-ის გაფართოების შესახებ გადაწყევტილება Facebook-ის ჯგუფმა ერთობლივად მიიღო.

Amazon-მა პლანშეტური კომპიუტერი Kindle Fire გამოუშვა

პლანშეტური კომპიუტერი Kindle Fire-ი, რომელიც ბაზარზე გასულ ორშაბათს გამოჩნდა, უკვე ბესტსელერი გახდა. ამის შესახებ კომპანია Amazon-ში განაცხადეს, რომელმაც ეს მოწყობილობა გამოუშვა.

ფოტოკოლაჟი