ტექნოლოგიები

Facebook-მა ფოტოგაზიარების მობილური სერვისი შეიძინა

სამშაბათი, 10 აპრ 2012 19:04

კომპანია Facebook-მა ფოტოგაზიარების მობილური სერვისის Instagram-ის შეძენის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს.

მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის მეპატრონემ მარკ ცუკერბერგმა თავის ბლოგზე დაწერა, რომ Facebook-ი მრავალი წლის განმავლობაში აუმჯობესებდა ფოტოების გაზიარების სისტემებს, მაგრამ ახლა Instagram-ის საშუალებით ყველაფერი გამარტივდება. მისივე თქმით, ეს ყველაზე ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი გარიგებაა კომპანიის ისტორიაში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ Instagram-ის შესყიდვა არ დააზარალებს სხვა სოციალურ ქსელებს, მათ შეუძლიათ მომსახურების გაგრძელება.

Instagram - ფოტოების გაზიარების უფასო დანართია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, დაამუშაოს და გამოაქვეყნოს ფოტოები ფორუმზე და ხელმისაწვდომ სოციალურ ქსელებში.

Instagram-ი 2010 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა და სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი შეიძინა.

 

მსგავსი სიახლეები

"Dolce&Gabbana"-მ ტელეფონი გამოუშვა

მობილური ტელეფონის "Jalou"-ს შექმის მიზნით "Dolce&Gabbana Sony Ericsson"-თან გაერთიანდა. ტელეფონები შეზღუდული ტირაჟით გამოვა. კომპლექტს "Dolce&Gabbana"-ს საფირმო ყურსასმენები და ატლასის ჩასადებები ექნება, რომელიც ტელეფონსა და დამტენ მოწყობილობას დაიცავს.

კავკასუს ონლაინი ახალ პაკეტს სთავაზობს მომხმარებლებს

CAUCASUSTV კავკასუს ონლაინმა დაიწყო IP ტელევიზიის გაფართოება, მომხმარებლებისათვის უკვე ხელმისაწვდომია დიდ დიღომში, მოსკოვის გამზირზე, ასევე ქინძმარაულის ქუჩაზე და მის შესახვევებში, მარელისის, ოცხელის და ნაკადულის ქუჩებზე.

15 დეკემბრისათვის უკვე შესაძლებელი გახდება თამაშის - \"GTA ...

ipad, iphone, ipod, android tablet და smartphone – ებზე 15 დეკემბრისათვის უკვე შესაძლებელი გახდება თამაშის - "GTA III" ის ჩაწერა. ის ინტერნეტში განთავსდება, საიდანაც მსურველებს  საშუალება ექნებათ 4.99$-ად  ჩამოტვირთონ. Apple-ის  მაღაზიებში უკვე გაყიდვაშია Rockstar games –ის "grand theft auto: chinatown wars", თუმცა,  ახალი თამაში ზემოთხსენებულისგან იმით განსხვავდება, რომ იგი  google–ის Android პლატფორმასაც თავისუფლად მოერგება.

ჟურნალისტები Google -ს ბლოგერების მოსყიდვაში სდებენ ბრალს

მას შემდეგ, რაც წინა წლის ბოლოს ბლოგებში გაჩნდა მრავალრიცხოვანი შეტყობინებები, რომელთა ავტორებიც მონდომებით აქებდნენ და ხაზს უსვამდნენ Browser Chrome -ის მცირე ბიზნესში გამოყენების უპირატესობებს, ბრიტანული გაზეთის The Daily Mail-ის ჟურნალისტებმა ამერიკულ კორპორაციას ბრალი დასდეს ბლოგერების საკუთარი პროდუქტის რეკლამირების მიზნით მოსყიდვაში.

ჰაკერების კონფერენციას ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი დაესწრება

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი კიტ ალექსანდერი ჰაკერულ კონფერენცია Defcon-ზე გამოვა, რომელიც ლას-ვეგასში, 26-29 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

facebook- ის გვერდიდან წაშლილი სურათების ნახვა მაინც შესაძლებელია

სოციალურმა ქსელმა "ფეისბუკმა" კვლავაც ვერ შეძლო მომხმარებლის კონტენტის ნორმალური განადგურების პრობლემის გადაჭრა. ამ პრობლემის არსებობის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის ჯერ კიდევ 2009 წელს გახდა ცნობილი.

ფოტოკოლაჟი