კომპიუტერული თამაში Mass Effect 3 კოსმოსში გაიგზავნა
თამაშის Mass Effect 3-ის ბაზარზე გამოშვება 6 მარტისთვის იგეგმება, თუმცა თამაშის გამომშვებმა კომპანიამ გადაწყვიტა გაებედნიერებინა ერთ-ერთი იღბლიანი მოთამაშე და ამისათვის ასეთი აქცია მოიფიქრა:
თამაშის ერთი ასლი, GPS-ით ფუნქციონირებადი გახადეს და კოსმოსში გაუშვეს, რომელზეც თვალის მიდევნება ყველას შეეძლო. გარკვეული სიმაღლის მიღწევის შემდეგ, დისკი დედამიწაზე ვარდნას დაიწყებს, მოთამაშეები კი რომლებიც GPS-ით თვალს ადევნებენ დისკის ადგილმდებარეობას, შესაძლებლობა ექნებათ თამაშის დედამიწაზე ჩამოვარდნის ადგილის განსაზღვრა და მისი მოპოვება.
აქცია წარმატებული გამოდგა, რადგან მასში ათასობით გულშემატკივარი ჩაერთო.
მსგავსი სიახლეები
NASA-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ატმოსფეროში არსებული სათბური აირების კონტროლისთვის საჭირო 14 ნაბიჯს გვთავაზობს. მეცნიერთა აზრით, ამ ზომების მიღებით პლანეტის გლობალური დათბობისგან დაცვაა შესაძლებელი.
Volkswagen Beetle-ის საბოლოო ვერსია შესახედავად ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება, თუმცა როგორც კომპეტენტური პირები ამბობენ, სამართავად ძალიან უხეში და მოუხერხებელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, Volkswagen-ი იმედოვნებს, რომ ახალი Beetle-ი უფრო ფართო საზოგადოებას მიიზიდავს, ვიდრე ამას Beetle-ის წინა მოდელები ახერხებდნენ.
"ღრუბლოვანი"გადაწყვეტილებები - პირველად საქართველოში, აღნიშნულ მომსახურებას შპს "სოფთლაინ საქართველო" ახორციელებს. კომპანია უკვე ხუთიწელი აქართულ ბაზარზე არსებობს დაამ პერიოდის განმავლობაში, საკმაოდმყარად მოიკიდა ფეხი. "ჯეონიუსი" კომპანიის საქმიანობით დაინტერესდა და მისშესახებკომპანიის გაყიდვების მენეჯერს,ელადადელიანიდს გაესაუბრა.
-რას საქმიანობას ეწევაკომპანია "სოფთლაინ საქართველო"?
შპს "სოფთლაინ საქართველო" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელება. ასევე,"სოფთლაინ საქართველოს" გააჩნია სასწავლო ცენტრი, სადაც ნებისმიერ IT სპეციალისტს შეუძლია გაიაროს ტრენინგი და აიმაღლოს კვალიფიკაცია სხვადასხვა მიმართულებით:Microsoft –ის პროგრამიდან დაწყებული,Oracle- ის ურთულესი პროექტებზე მუშაობით დამთვრებული. ჩვენ გვყავს გამორჩეული უცხოელი და ადგილობრივი ტრენერების გუნდი.
საქართველოში IT სფეროს გაძლიერების და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი არჩევანის მიცემის მიზნით,საქართველოს IT ბაზარზე დაინერგა ახალი სერვისი ე.წ. "ღრუბლოვანი" მომსახურება.ჩვენი კომპანია, მომხმარებლებს სთავაზობს გადაწყვეტილებებს, რომელთა საშუალებითაც მათ შეუძლიათ ხარისხიანი ITინფრასტრუქტურის ორგანიზება, რაც საშუალებას მისცემთ, თავი აარიდონ ზედმეტ ხარჯებს არამხოლოდ მოცემულ მომენტში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ახალი პროექტის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს CloudServer-ს— სრულიად ახალ და უნიკალურ მომსახურებას.
აღნიშნული მომსახურება გამოყოფილია და ვირტუალური სერვერების (VPS/VDS) მსგავსია,მაგრამ თუ ვირტუალური სერვერი შეზღუდულია ფიზიკური სერვერის შესაძლებლობებით, ღრუბლოვანი "ჰოსტინგის"ვირტუალური მანქანები განთავსებულია დიდი რაოდენობით სერვერებზე (ზოგჯერ მათი რიცხვი 10,000 აღემატება) და ეს იძლევა ვირტუალური სერვერის რესურსების სწრაფი მასშტაბირების საშუალებასა და კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად მორგებას.
ღრუბლოვანი "ჰოსტინგის"იდეალური ვარიანტი ითვალისწინებს თავისი რესურსის სიმძლავრის მომენტალურ შეცვლას.მისი მთავარი უპირატესობა რესურსების მასშტაბირებაა.
კომპანია "სოფთლაინ საქართველო"მომხმარებელს აგრეთვე, სთავაზობს "ჰოსტინგის"თანმხლებ მომსახურებებს: დომენების რეგისტრაცია (40-ზემეტი ზონა, ეროვნული დომენური ზონების ჩათვლით), მონაცემთა რეზერვული კოპირება და შენახვა.
–თუ გაქვთ დაგეგმილი რამე აქციები?
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გარდა "ჰოსტინგი" უნდა იყოს მომგებიანი. აღნიშნული კარგად გვესმის და სწორედ ამისთვის შევიმუშავეთ უამრავი ბონები და ფასდაკლება, რომლების შესახებ ვრცელი ინფორმაცია დევს ჩვენ ვებ გვერდზე: http://www.activecloud.ge/ge/services/bonus/
მაგალითად შამუშავებულია უპრეცენდენტო სასტარტო აქცია: "ხარჯების კომპენსაცია" - ეს არის შანსი მრავალი კლიენტებისთვის, რომ თავი აარიდონ არადამაკმაყოფილებელი "ჰოსტინგით" გამოწვეულ დანაკარგებს. პირობები მარტივია: კლიენტს მოაქვს ჩვენ ოფისში დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ სხვა "ჰოსტერის"მომსახურებებზე გადახდის წარმოებას. სანაცვლოდ, ჩვენ მას ვაწვდით მომსახურებას იმავე ვადით, პლიუს კიდევ ერთი თვე უფასოდ. ყველა ხარჯი, რომელიც გაწეულია "ჰოსტინგის" საფასურის რამდენიმე თვით წინასწარ გადახდისას, ჩვენს ჰოსტინგზე გადმოსვლის შემთხვევაში ავტომატურად კომპენსირდება ActiveCloud-ის კლიენტის ანგარიშზე.
-რამდენად დაცულია თქვენი მომხმარებელი?
-"სოფთლაინ საქართველო" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მომსახურებებს.მომხმარებელს ვთავაზობთ:"ფოსტის" სპამისა და ვირუსებისგან დაცვას,( SSL )სერთიფიკატების გამოყენების საშუალებას, ვანხორციელებთ საიტების ავტომატურ რეზერვირებულ კოპირებას ყოველდღე, ნებისმიერი ბოლო 14 დღის მონაცემების აღდგენის შესაძლებლობით. დაცვის საკუთარი ტექნოლოგია ეწინააღმდეგება საიტის გატეხვის სხვადასხვა ვარიანტებს. მოვიყვან ასეთ შედარებას: ჩვენი კლიენტები ვებ–სივრცეში იმდენად არიან დაცულები, რამდენადაც მაღალხარისხიანი ბანკის ინტერნეტ ბანკინგის მომხმარებლები.
–რა არის უახლესი ტექნოლოგია, რომელსაც თქვენ იყენებთ?
–ჩვენ ვიყენებთ "Microsoft", "Parallels", "ISPsystem", "RedHat"-ისა და დარგის სხვა ლიდერების პროფესიონალურ პროგრამულ უზრუნველყოფას. კომპანია ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებსა და პროგრამულ საშუალებებს მათი ბაზარზე ოფიციალურად გამოჩენის დღიდან მინიმალურ ვადებში.
–შესაძლებელია თუ არა თქვენთან თანამშრომლობა ?
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს არამხოლოდ მაღალხარისხიან IT-მომსახურებებს, არამედ ისწრაფვის, ხელსაყრელი თანამშრომლობის პირობებით უზრუნველყოს თითოეული მათგანი. არსებობს პარტნიორული პროგრამები, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად (IT )მენეჯერებისთვის,ვებ-დეველოპერებისთვის, ვებ-სტუდიების და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ინტერნეტთან. პარტნიორები წარმატებულად მუშაობენ თავისუფალი გრაფიკით, ხელსუწყობენ ჩვენი კომპანიის განვითარებას და იღებენ ბონუსებს და საკომისიოს.
"ღრუბლოვანი" გადაწყვეტილებები - პირველად საქართველოში აღნიშნულ მომსახურებას შპს "სოფთლაინ საქართველო" ახორციელებს. კომპანია უკვე ხუთი წელია ქართულ ბაზარზე არსებობს და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მყარად მოიკიდა ფეხი.
Virgin Galactic–ის კომპანიის ტურისტული კოსმოსური ხომალდით, SpaceShipTwo-ით, კვირას პირველი დამოუკიდებელი ფრენა მოეწყო. თვითმფრინავ-მზიდავმა SpaceShipTwo-მ 13 ათას მეტრზე აიყვანა. კოსმოსური ხომალდი მზიდავთან დაშორების შემდეგ 11 წუთში აეროპორტში დაეშვა. პილოტებმა არ გამოიყენეს საკუთარი ძრავა და არ გავიდნენ კოსმოსურ ორბიტაზე. საცდელი ფრენა კალიფორნიაში, უდაბნოს თავზე, 25 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კომპანია Facebook-მა ფოტოგაზიარების მობილური სერვისის Instagram-ის შეძენის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს.


































