ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალისტი უკვე ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალური საგზური "მილანმა" და "ბარსელონამ" უკვე გაინაღდა. "მილანმა" "ბატესთან" ქულები დაკარგა, მაგრამ მომდევნო ეტაპის საგზური კატალონიელების გამარჯვებით გაინაღდა.
"ბატე" - "მილანის" შეხვედრაში, 22–ე წუთზე მცველებისგან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა იბრაჰიმოვიჩმა გუნდისთვის იხეირა, მაგრამ 55–ე წუთზე აბატიმ საკუთრ საჯარიმოში იუხეშა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მილანელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. რენანმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
"მილანის" მსგავსად, სუსტ მეტოქესთან გასვლაზე თამაში უწევდა ჯგუფის მეორე ფავორიტსა და აწ უკვე ერთპიროვნულად ლიდერ "ბარსელონას", რომელმაც მესის ჰეთ თრიქის წყალობით, "პლზენი" ანგარიშით 4:0 გაანადგურა. მატჩში, რომელიც გვარდიოლასთვის "ბარსას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მე-200 იყო, ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მესიმ თავისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და "ბარსას" მაისურით მე-200 გოლი გაიტანა. პენალტის დანიშვნის დროს, არბიტრმა ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა და მასპინძლები მოედანზე კაცნაკლული დატოვა, რის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ ჩეხური გუნდი ლიგის მოქმედი ჩემპიონისთვის მცირედი წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ მოახერხებდა. მესამე გოლი 45–ე წუთზე გავიდა. მესიმ მეტოქის საჯარიმოში მყოფ ანდერსონთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა და ახლოდან დარტყმულით დუბლი გაიფორმა. 72–ე წუთზე ფაბრეგასის თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ მესიმ ფაბრეგასის გარჯას წერტილი დაუსვა.
შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე გათამაშების აღმოჩენა "აპოელია", რომელმაც "პორტუსთან" 3 ქულა მოიპოვა და იმ ჯგუფის ლიდერობა შეინარჩუნა, რომელშიც თავიდანვე გამოკვეთილ აუტსაიდერად ითვლებოდა.
კვიპროსელებმა ანგარიში 42-ე წუთზე, ალმეიდას მიერ შესრულებული ზუსტი თერთმეტმეტრიანით გახსნეს. მართალია, ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, პენალტი ზუსტად ჰალკმაც შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მალევე, მანდუკამ შარალამბიდისის გადაცემა აქცია გოლად და კვიპროსელებს 3 ქულა მოუტანა.
კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი ბელგიაში დაფიქსირდა, სადაც ლონდონის "ჩელსი" ბელგიურ "გენკთან" კი იგებდა, მაგრამ ლონდონელები მაინც მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.
26-ე წუთზე, რამირესმა მეტოქის საჯარიმოში ტორესის გადაცემა მიიღო და ახლო მანძილიდან დარტყმით ანგარიში გახსნა. "ჩელსის" საქმის მომთავრება პირველსავე ტაიმში შეეძლო, როდესაც სხვა არაერთი ხელსაყრელი მომენტის გარდა, ლონდონელებმა პენალტის გამოყენებაც ვერ მოახერხეს. თერთმეტი მეტრიდან მეკარეს დავიდ ლუისმა ვერ აჯობა. ინგლისური გუნდი "გენკმა" 61-ე წუთზე დასაჯა, როდესაც კამუსის გადაცემის შემდეგ, ვოსენმა ქულების გამყოფი გოლი გაიტანა.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ვალენსიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივ გუნდს "ლევერკუზენთან" აუცილებლად მოგება სჭირდებოდა. "მესტალიაზე" თამაში მხოლოდ 11 წამის დაწყებული იყო, როდესაც ჟონასმა ლენოს უხეში შეცდომით ისარგებლა, მისგან ბურთი მიიღო, საჯარიმოს წინა ხაზიდან ზუსტად დაარტყა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-2 ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. მასპინძელთა სიხარულმა ნახევარ საათს გასტანა. 31-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ბალაკის ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით კისლინგმა ანგარიში გაათანაბრა. 65-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან უკვე მასპინძლებმა შეუტიეს და მეტიეს ჩაწოდებას სოლდადომ ეფექტური გოლი მოაყოლა – "ვალენსიას" შემტევმა ბურთი ქუსლით გაიტანა. 75-ე წუთზე, "ლევერკუზენის" კარი თავური დარტყმით რამიმ აიღო, რომელმაც საკუთარ გუნდს გერმანელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა მოუტანა.
1/8-ფინალის საგზურის ვადაზე ადრე განაღდების შანსი გაუშვა ხელიდან "არსენალმა", რომელსაც მიზნის მისაღწევად "მარსელთან" მოგება სჭირდებოდა. მიუხედავად საკმაოდ სანახაობრივი თამაშისა, "ემირეითს სთედიუმზე" გამართულ მატჩში გულშემატკივრებმა გოლები ვერ იხილეს.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის დარჩენილი შეხვედრები დღეს გაიმართება, სადაც ერთმანეთს "ბაიერნი"-"ნაპოლი"; "ვილიარეალი"-"სიტი; "ინტერი"-"ლილი; "ტრაბზონი"-"ცსკა"; "ბენფიკა"-"ბაზელი"; "მანჩესტერი"-"ოცეული"; "აიაქსი"-"დინამო ზაგრებე" და "ლიონი"-"რეალი" დაუპირისპირდებიან.
მსგავსი სიახლეები
ავსტრალიური ფეხბურთის მატჩისას მთავარმა მსაჯმა საშიში ვარცხლინობის გამო მოთამაშე მოედნიდან გააძევა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, როგორც მთავარმა მსაჯმა განაცხადა, ნატან ვან სამორენს თავისი ვარცხლინობით მოწინააღმდეგის დაზიანება შეეძლო.
ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დე ბიზიმ, ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც 29 თებერვალს, თბილისში, ამხანაგურ მატჩს ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ ითამაშებენ.

ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა მანუჩარ მარკოიშვილის და გიორგი შერმადინის "ბენეტ კანტუმ". ბოლონიურმა კლუბმა შინ კაუნასის "ჟალგირისი"მიიღო და პრაქტიკულად წაგებული თამაშის მოგება მოახერხა.
"მანჩესტერ სიტი" მარიო ბალოტელის ტრანსფერზე არ დააყენებს, მაგრამ კლუბი მზადაა ფეხბურთელზე შემოთავაზებები განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას sky sport-ი ავრცელებს.
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალური შედეგი აჩვენა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კატალონიური “ბარსელონას” მცველის ჟერარ პიკეს განცხადებით, რომ მიმდინარე სეზონში მისი გუნდი სამივე ტიტულს - ესპანეთის ჩემპიონატს, ქვეყნის თასს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.


































