სლავენ ბილიჩი: საქართველოსთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია
ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის სლავენ ბილიჩის განცხადებით, საქართველოსთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა შეხვედრას სრული სერიოზულობით ეკიდებიან, რადგან ისინი ფავორიტებად ითვლებიან და ვალდებულები არიან აღნიშნული სტატუსი გაამართლონ.
მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოსთან მატჩისთვის ჩორლუკა მზად იქნება, რომელიც დაშავებულია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრა 26 მარტს თბილისი დროით 21:00 საათზე გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
იტალიის "მილანმა" "ესპანიოლის" მარხენა მცველი დიდაჩ ვილა შეიძინა. იტალიელებს ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა 4 მილიონი ევრო დაუჯდათ. მარცხენა მცველი პოზიცია იტალიურ გრანდში პრობლემატური იყო და ამიტომ გადაწყვიტა გალიანიმ დიდაჩის შეძენა, რათა პრობლემა აღმოეფხვრა.
იტალიური "მილანის" ნახევარმცველი ანდრეა პირლო შესაძლოა ტურინის "იუვენტუსში" გადავიდეს. იტალიელ ნახევარმცველს მილანურ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება მხარეები კი მის გაგრძელებაზე ვერ თანხმდებიან.
ლეგენდარულ ფეხბურთელს დიეგო მარადონას მიაჩნია, რომ "ბარსელონამ" პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობის ყველანაირი შანსი დაკარგა. კატალონელთა კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი, მისი აზრით, საშინელი მეკარეა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა დავით გობეჯიშვილმა სპორტკომპლექსი "არენა" ოფიციალურად გახსნეს.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2 ივნისს, 12 საათზე, გაიმართება „თეგეტა მოტორსისა“ და „ბრიჯსთოუნის“ უკვე მეცხრე ერთობლივი ტრადიციული ავტორბოლა „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“.
გერმანული "შალკეს" თავდამსხმელს რაულს გელზერნკიხელურ გუნდთან კონტრაქტის გაგრძელება სურს, რის შესახებაც იგი კლუბის ხელმძღვანელობასაც ესაუბრა. ესპანელ ფეხბურთელს გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს და მისი 2014 წლამდე გაახანგრძლივება სურს.


































