ახალ ზელანდიაში "ბორჯღალოსნების" საპატივცემულოდ აღლუმი ჩატარდა
ახალი ზელანდიის, ქალაქ მასტერტონში, სადაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უკვე მეოთხე დღეა იმყოფება, "ბორჯღალოსნებისათვის" სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება გრძელდება.
მასტერტონელებმა გუშინ, ქალაქის ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს და საქართველოს ნაკრების საპატივცემულოდ აღლუმი გამართეს.
ქალაქის მთავარ ქუჩაზე ჯერ საქართველოს დროშებით მორთულმა მანქანებმა ჩაიარეს, შემდეგ კი მათ მასტერტონის სარაგბო და საჯარო სკოლების მოსწავლეები მიჰყვნენ.
ქართველი მორაგბეები, ისევე როგორც ქართული სამზარეულოს წარდგენის დღეს, ამჯერადაც ქართულ ჩოხებში წარსდგნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას მსოფლიო თასზე, 28 სექტემბერს ქალაქ პალმერსტონში რუმინეთთან გამართავს.
მსგავსი სიახლეები
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად მინისტრი, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის კლუბების პრეზიდენტებს შეხვდა.
კატალონიის "ბარსელონას" იტალიური "მილანის" ნახევამრცველის ანდრეა პირლოს შეძენა სურს. იტალიელ ფეხბურთელს "როსონერისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით მხარეები მის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან.

ბოლო დროს "ნაპოლის" ფეხბურთელის ედინსონ კავანით უამრავი გუნდი იყო დაინტერესებული და ცდილობდნენ მის შეძენას. თუმცა, როგორც ედინსონ კავანის აგენტმა კლაუდიო ანელუჩიმ განაცხადა, მისი კლიენტი კლუბის შეცვლას არ აპირებს.
იაპონური საბრძოლო ხელოვნების აიკიდოს ჩვენება, დღეს ძიუდოს ფედერაციის დარბაზში გაიმართა. აღნიშნულ ჩვენება აიკიდოს ფონდის იაპონელი ოსტატების მონაწილეობით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სანმინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფეხბურთის მეფის პელეს განცხადებით, მესი მასზე ძლიერი ფეხბურთელი არ არის და თუ სურს, რომ მას აჯობოს მაშინ იმდენივე გოლის გატანა უნდა მოახერხოს რამდენიც თავად აქვს გატანილი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დღეს დაარსებიდან 22 წელი შეუსრულდა. დამოუკიდებელ საქართველოში ფეხბურთის ფედერაცია 1990 წელს დაარსდა. მისი პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი იყო. სფფ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ზვიად (დომენტი) სიჭინავაა.


































