სპორტი

ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ესპანელების სასარგებლოდ დასრულდა

ორშაბათი, 02 ივლ 2012 03:09

ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ესპანელების სასარგებლოდ დასრულდა. 4–0 – დამეთანხმებით, რომ საკმაოდ საინტერესო თამაში გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა იტალიას მოგების არცერთი შანსი არ დაუტოვა.

იტალიის ნაკრებმა თამაში სამარცხვინო ანგარიშით დაასრულა. ესპანელები პირველივე წითებში უპირატესობას ფლობდნენ და შესაბამისად უჩვეულო და მოულოდნელი ანგარიშითაც გაიმარჯვეს. პირველ ტაიმში, გოლები, დავიდ სილვამ და ხორდი ალბამ გაიტანეს. 84-ე წუთზე, ჩავის პასით ბუფონთან გასულმა ტორესმა გაიტანა, ხოლო ზუსტად ოთხ წუთში, ტორესის გადაცემით, მატამ იხეირა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ფინალი 4 ბურთის სხვაობით არავის არ მოუგია.

ესპანეთი პირველი ნაკრებია, რომელმაც მიყოლებით სამი დიდი ტურნირი მოიგო: ევრო-2008, მუნდიალ-2010, ევრო-2012.

მსგავსი სიახლეები

სერხიო რამოსი "რეალს" ხელფასის გაზრდას სთხოვს

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი სერხიო რამოსი კლუბის ხელმძღვა-ნელობისგან კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. ესპანელის ფეხბურთელის განცხადებით, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება იგი გუნდს დატოვებს.

BP-ი ოლიმპიური გუნდის ოლიმპიადისთვის მომზადებას უზრუნველყოფს

სასტუმრო "რადისონში" BP-ის და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ კომიტეტებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის აკადემიაში ქართული ჭიდაობის ჩემპიონატი გაიხსნა

ქართულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ტარდება . ცნობილია, რომ აღნიშნული ჩემპიონატი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში გაიხსნა და ის ორინ დღის განმავლობაში ჩატარდება.

"ზესტაფონი" კიევის "დინამოსთან" დამარცხდა

"მარბელიას თასზე", საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის "ზესტაფონის" მორიგი მეტოქე უეფას ევროლიგის კიდევ ერთი 1/16-ფინალისტი კიევის "დინამო" იყო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ  ანგარიშით 2:2 დამთავრდა და ქართველებმა მხოლოდ პენალტების სერიაში წააგეს (4:5).

"უნივერსიადა 2011"–ის პრიზიორები გამოვლინდნენ

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტურნირი "უნივერსიადა 2011" გრძელდება.  ჩემპიონ-პრიზიორები უკვე 12 სპორტის სახეობაში გამოვლინდნენ.

ჯერარდმა ახალი კონტრაქტი გააფორმა

"ლივერპულმა" თავის კაპიტან სტივენ ჯერარდთან კონტრაქტი კიდევ გაახანგრძლივა. ძველი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე კიდევ წელიწადნახევარი რჩება, ჯერარდი "ლივერპულს" 2013 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის, მაგრამ ორივე მხარეს ერთად ყოფნის იმდენად ძლიერი სურვილი აქვთ, რომ წინასწარ გააფორმეს ახალი კონტრაქტი, რომლის თანახმად ჯერარდი 2014 წლამდე ითამაშებს ფეხბურთს "ლივერპულში".

ფოტოკოლაჟი