სპორტი

გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

კვირა, 03 ივნ 2012 20:54

გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მძლეოსნური გარბენით გაიხსნა.

ღონისძიება მთავრობის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას და ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

ღონისძიებაში 300-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ქართველი კალათბურთელები დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით დამარცხდნენ

საქართველო-მაკედონიავილნიუსში, ევროპირველობის მეორე ჯგუფურ ეტაპის F ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მაკედონიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით ანგარიშით 65-63 დამარცხდა.

ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრმა, მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა 90 კგ. წონით კატეგორიაში არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ზაზა ჯანაშია: ანანიძე ნიჭიერი ფეხბურთელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელის ზაზა ჯანაშიას განცხადებით, ჯანო ანანიძე პერსპექტიული და ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა მისთვის ევროპაში კარიერის გაგრძელება ჯერ ძალიან ადრეა.

რაული 'შალკეს" ტოვებს

გერმანული "შალკეს" ფორვარდის რაულის განცხადებით,  ის აპირებს გუნდის  დატოვებას. მისი თქმით,  ის ევროპაში აღარ აპირებს თამაშს. "ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - კარიერას ევროპაში აღარ გავაგრძელებ. შემოთავაზებები მაქვს არაევროპული გუნდებიდან და მე სწორედ რომელიმე მათგანში წავალ."

ხაბი ალონსო ტრამვირებულია

მადრიდის “რეალის” შუახაზელ ხაბი ალონსოს ტრავმა აწუხებს. ესპანელმა კოჭი ვარჯიშზე დაიზიანა.“სამეფო კლუბის” სამედიცინო შტაბის წინასწარი პროგნოზით, ნახევარმცველის ტრავმა სერიოზული არაა.

“ნეფთჩის” პრეზიდენტი - “საქართველოში ერთი გოლის გატანა დაგვჭირდება”

ბაქოს “ნეფთჩის” პრეზიდენტმა სადიხ სადიხოვმა განაცხადა, რომ ‘ზესტაფონთან” 3:0 მოგებას არ ელოდა. ასევე აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია ზეიმი.

ფოტოკოლაჟი