სპორტი

თბილისის "დინამოს" დუშან უჰრინი უმცროსი გაწვრთნის

ხუთშაბათი, 31 მაი 2012 14:47

ჩეხური ვებგვერდის ცნობით, თბილისის "დინამოს" დუშან უჰრინი უმცროსი გაწვრთნის. 45 წლის ჩეხ სპეციალისტის კონსულტანტი ამ თანამდებობაზე მამა - თბილისურ კლუბში 2006-2008 წლებში ნამუშევარი დუშან უჰრინი იქნება.

მამა-შვილის თბილისის "დინამოს" მფლობელ რომან ფიფიასთან შეხვედრის შესახებ ცნობილი მანამდე გახდა. ახლა კი, როგორც ჩანს, საკითხი გადაწყვეტილია.

ვებ-გვერდის ცნობით, უჰრინებს თბილისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებთ ასევე, უფროსი უჰრინი კლუბის აკადემიაშიც იმუშავებს.

"ახლახან დავბრუნდი საქართველოდან და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თბილისის "დინამოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. მართალია, ჩეხეთში მუშაობა უფრო მსურდა, თუმცა თბილისში ბრწყინვალე პირობებია. ძალიან კარგი კლუბია, სადაც სამუშაოდ ყველა პირობაა". - განაცხადა უმცროსმა დუშან უჰრინმა.

მსგავსი სიახლეები

"რეალი" ქულებს ანიავებს

გუშინ, პრიმერა დივიზიონის მორიგი მატჩი გაიმართა. მადრიდის "რეალმა" "ბერნაბეუზე" "ვალენსიას" უმასპინძლა. დიდი მცდელობის მიუხედავად,  "სამეფო გუნდი" სასურველ ფონს მაინც ვერ გავიდა. "ვალენსიასთან" ნულოვანი ფრის შემდეგ "რეალმა" საქმე გაირთულა.

საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ხორვატიას უგებენ

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ხორვატიას 0–1 ამარცხებს. შეხვედრის ჯერჯერობით ერთადერთი გოლი მე–17 წუთზე დავით სირაძის გადაცემის შემდეგ ჯაბა კანკავამ თავით გაიტანა.

“რეინჯერსი” მესამე დივიზიონისთვის გაიმეტეს

შოტლანდიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გლაზგოს “რეინჯერსი”, რომელსაც გულშემატკივრები მთელს მსოფლიოში ჰყავს, ახალ სეზონს ქვეყნის რანგით მესამე დივიზიონში დაიწყებს.

იკერ კასილასს "რეალში" კონკურენტი გამოუჩნდა

30 წლის ტიმ ვიზე მადრიდის "რეალის" მაისურს მოირგებს. მეკარემ კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" უკვე გააფორმა. ინფორმაციას bild-ი ავრცელებს.  ფეხბურთელთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა,

ნიკა ჭანტურია: ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ!

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ნიკა ჭანტურია აცნობიერებს, რომ მისი გუნდი საფრთხის წინაშეა, იმ შემთხვევაში თუ გადამწყვეტ მატჩს ვერ მოიგებს. საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები ისლანდიასთან დაპირისპირებისთვის ემზადება.

შილდენფელდი მოსკოვის “დინამოში” გადავიდა

ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი გორდონ შილდენფელდი მოსკოვის “დინამოში” გადავიდა. რუსეთის პრემიერლიგის კლუბის ვებგვერდის ცნობით, 27 წლის ხორვატმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფოტოკოლაჟი