სპორტი

ბუბა ტყავაძე: ზვიად სიჭინავამ "მეტალურგის" ჩემპიონობა მომილოცა

ორშაბათი, 21 მაი 2012 23:56

რუსთავის "მეტალურგის" მმართველმა დირექტორმა გუშინ, ფოთში, გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. მაგრამ სულ ტყუილად. აღმასკომმა, თქვენ არა, დებულებით "ზესტაფონია" ჩემპიონიო. არადა,  გუშინ გახარებულ ქვემოქართლელებს ჩემპიონობა, თავად სფფ-ს პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც მიულოცა. დღეს ფედერაციაში, აღმასკომის სხდომაზე ბევრი იმსჯელეს და ძაღლის თავიც აღმოაჩინეს.

მათ მიერ დამტკიცებულ დებულებაში, ერთადერთი სიტყვა ყოფილა შეცდომით, რამაც ქაოსი გამოიწვია - პლეი ოფის ნაცვლად ჩემპიონატი წერია. ამიტომ ბატონმა ზვიადმა თავისი სიტყვა უკან წაიღო და საქართველოს 23-ე ჩემპიონად "ზესტაფონი" გამოაცხადა.

რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა რუსთაველები აღაშფოთა და თავისი სიმართლის დამტკიცებას გეგმავენ. ჩენ რუსთავის "მეტალურგის" მმართველ დირექტორს ბუბა ტყავაძეს დავუკავშირდით.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით აღმასკომის გადაწყვეტილებას, რომელმაც ჩემპიონად "ზესტაფონი" გამოაცხადა. სინამდვილეში კი ეს ტიტული "მეტალურგს" ეკუთვნის. განვმარტავ რატომ - საქართველოს 2011-12 წ.წ. ეროვნული ჩემპიონატის დებულების 3.3 და 4.4 მუხლებს: "უმაღლესი ლიგის 1-8 ადგილებზე გასულ გუნდებს მეორე ეტაპზე გადაჰყვებათ პირველ ეტაპზე ნათამაშევი მატჩების შედეგები (თამაში, მოგება, ფრე, წაგება, ბურთების სხვაობა და ქულები). თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა 1-8 ადგილების საბოლოო ცხრილის შედეგების შესაბამისად ჩემპიონატის დებულების 4.4.1., 4.4.2., 4.4.3., 4.4.4., 4.4.5., 4.4.6. და 4.4.7. მუხლების მიხედვით".

ძალიან საინტერესოა, რის საფუძველზე მიიღო აღმასკომმა დღევანდელი გადაწყვეტილება. ჩვენ დაველოდებით დღეს გამართული საგანგებო აღმასკომის სხდომის ოქმს და შემდეგ, აუცილებლად გავასაჩივრებთ, იქ სადაც საჭირო იქნება - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა თუ უეფაში.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მართლაც მომილოცა ჩემი გუნდის გაჩემპიონება,  დღეს კი მითხრა, ეს გადაწყვეტილება მე კი არა,  აღმასკომმა მიიღოო", - განაცხადა ბუბა ტყვაძემ.

სალომე ბალახაშვილი

Geosports.ge 

მსგავსი სიახლეები

"რეალი" ქულებს ანიავებს

გუშინ, პრიმერა დივიზიონის მორიგი მატჩი გაიმართა. მადრიდის "რეალმა" "ბერნაბეუზე" "ვალენსიას" უმასპინძლა. დიდი მცდელობის მიუხედავად,  "სამეფო გუნდი" სასურველ ფონს მაინც ვერ გავიდა. "ვალენსიასთან" ნულოვანი ფრის შემდეგ "რეალმა" საქმე გაირთულა.

ფუტსალის ეროვნული ნაკრები სპარინგმატჩს პორტუგალიასთან გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, 24-25 ოქტომბერს, პორტუგალიასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. აღსანიშნავია რომ, ტაილანდის მუნდიალამდე ჯოზე ბრაზის შეგირდები ერთგვარ რეპეტიციას  ჩვენს ნაკრებთან გაივლის.

დემეტრაძე დღეს 36 წლის გახდა

დღეს გიორგი დემეტრაძის დაბადების დღეა. დემეტრაძე ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. "დემე" თამაშობდა საქართველოს ნაკრების, თელავის "კახეთის", თბილისის "დინამოს", კიევის "დინამოს", როტერდამის "ფეიენოორდის", სან სებასტიანის "სოსიედადის", მოსკოვის "ლოკომოტივის", დონეცკის "მეტალურგის",

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში ...

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებისაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, 11 ოქტომბერს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისათვის ემზადება.

ჭიდაობას ოლიმპიური პროგრამიდან ამოღება ემუქრება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა ძალზედ გაუგებარი გადაწყვეტილება და რეკომენდაციით გამოდის. მათი სურვილია 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების პროგრამიდან ამოღებულ იქნას ჭიდაობის სახეობები.

კუპერს 200 ათასი ევრო აუღია იტალიური მაფიისგან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ექტორ კუპერი, შესაძლოა, დიდ შარში გაეხვიოს, მისი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. იტალიურმა მედიამ კუპერს ათი წლის წინანდელი ამბავი გაუხსენა. მაშინ არგენტინელი სპეციალისტი მილანის "ინტერს" წვრთნიდა.

ფოტოკოლაჟი