"ზესტაფონის" ჩემპიონობა სიჭინავამ დაადასტურა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს გამართულ საგანგებო აღმასკომის სხდომაზე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული "ზესტაფონია"! ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილება ეროვნული ჩემპიონატის დებულების მიხედვით მიიღეს.
"როცა აღნიშნული დებულება შევიმუშავეთ, პლეი ოფის ნაცვლად მასში სიტყვა ჩემპიონატია შეტანილი, რომელიც მეორე ეტაპის შედეგებს აბათილებს და ერთიან მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ჩემპიონი მეტი მოგებით საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონია". გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრეტენზიებზე, რომელიც ბატონ ილია კოკაიას აქვს, ისინი გარიგებულ თამაშებს ეხება. თუ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ერთ კვირაში არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომელიც ადასტურებს მის ბრალდებას, მაშინ კლუბს სანქციებს დავუწესებთ, რა სახის იქნება ეს სანქცია, მომავალ კვირას გახდება ცნობილი, რადგან აღმასკომს ისევ მოუწევს შეკრება.
განვიხილეთ საფეხბურთო კლუბ "მეტალურგისა" და მარტვილის "მერანის" მხრიდან შემოსული წერილებიც კოკაიას ბრალდებასთან დაკავშირებით.
აღმასკომზე გადაწყდა, რომ არც ერთ კლუბს ულტიმატუმს არ ვაპატიებთ და მათ შესაბამისად დავსჯით, თუ მათი მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმები დადასტურებული არ იქნება", - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
აღმასკომის სხდომის მიმდინარეობისას სფფ-სთან იმყოფებოდნენ "ზესტაფონის" ქომაგები, რომლებიც გამარჯვებას ზეიმობენ. მათი თქმით, გადაწყვეტილება სამართლიანია, სხვა შემთხვევაში ისინი დანებებას არ აპირებდნენ.
მაშ ასე, დასრულდა მარჩიელობა იმის შესახებ თუ ვინ უნდა გამხდარიყო საქართველოს ჩემპიონი - რუსთავის "მეტალურგი" თუ ზესტაფონის "ზესტაფონი". დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ზესტაფონმა" ზედიზედ მეორედ მოიგო ტიტული.
მსგავსი სიახლეები
საფეხბურთო კლუბი გორის "დილა", თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კლუბი მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ უწყებასთან, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო კარიერას ტაილანდურ კლუბ „მუანტონგ იუნაიტედში“ განაგრძობს.
"ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ერიკ აბიდალი საავადმყოფოდან გამოწერეს და იგი ფიზიკურ ვარჯიშს 4 კვირაში განაახლებს, ხოლო ოდნავ მოგვიანებით უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშსაც შეძლებს.
ჰოლანდიის ქალაქ არნემში საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" სუპერკომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რაც საერთო ჯამში 9 მილიონი ევრო დაჯდება. ჰოლანდიური Telegraaf-ის ცნობით, ამგვარი კომპლექსი ჰოლანდიაში არცერთ კლუბს არ ექნება.
თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მეკარე 1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სერგო კოტრიკაძე, გუშინ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გარდაიცვალა.
იტალიის საკალათბურთო ლიგის წლევანდელ "ოლ სტარში" ერთმანეთს იტალიელი და უცხოელი კალათბურთელებისგან შემდგარი გუნდები დაუპირისპირდნენ და შეხვედრა 91:95 იტალიელებმა მოიგეს.


































