"ქართველი მესი", ლევან ყენია- "ლაციოში"?
საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელმა ლევან ყენიამ კარიერა შესაძლოა რომის "ლაციოში" გააგრძელოს. ინფორმაციას იტალიური lalaziosiamonoi ავრცელებს. ქართველი ნახევარმცველი, რამდენიმე დღის წინ, გელზენკირხენულ კლუბს და მის გულშემატკივარს, საზეიმოდ გამოემშვიდობა.
ყენიას "შალკესთან" კონტრაქტი ამოეწურა. ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი საშინელმა ტრავმებმა გააწამა. მან რამდენიმე ოპერაციაც გაიკეთა. გარკვეული პერიოდი ლევანს ფეხბურთი არ უთამაშია. თუმცა, ყენია, ნელ-ნელა ფორმაში შედის. იგი უკვე მეორედ საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ გამოიძახა.
გამომცემლობა lalaziosiamonoi ყენიაზე წერს:
"საქართველოს მოქალაქე ლევან ყენია, საკმაოდ დიდი ტალანტითაა დაჯილდოვებული, ნებისმიერ პოზიციაზე შეიძლება ათამაშო, მაგრამ განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზეა ეფექტური. იგი სწრაფი და გამჭრიახია. საფეხბურთო ინტელექტის წყალობით მას შეუძლია, ტაქტიკური სვლები უმალ გაიაზროს და კარგადაც შეასრულოს. არის ქარიზმატული და ხასიათდება ლიდერის თვისებებით.
ლევანი 17 წლისაც არ იყო, საქართველოს ნაკრებში რომ მიიწვიეს. მას ენდობოდა კლაუს ტოპმიოლერი და შემდეგ ჰექტორ რაულ კუპერი.
2008 წლიდან ქართველი "შალკე 04"-ის ღირსებას იცავდა. მაშინ ევროპულ პრესაში ასეთი სათაურები გამოჩნდა: "შალკემ" ხელში ქართველი ვუნდერკინდი ჩაიგდო", "ლევან ყენია - უჩვეულო მოვლენა", "ქართველი მესი" და "არშავინის უმცროსი ძმა"...
ყენიას გერმანული კარიერა ორმა სერიოზულმა ტრავმამ წაახდინა. ახალგაზრდა ფეხბურთელს მთელი 28 თვე არ უთამაშია...
შეემატება თუ არა ლევან ყენია რომის "ლაციოს", ამას დრო და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ედუარდო რეია გვიჩვენებს, რომლის გადაწყვეტილებაზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული დამდეგ სეზონში თვით ლევან ყენიას ბედიც", - იუწყება lalaziosiamonoi .
სალომე ბალახაშვილი
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ამხანაგური შეხვედრა დანიის გუნდთან, ოლბორგში, 1:2 წააგო. თემურ ქეცბაიას გუნდი 77-ე წუთამდე იგებდა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
საქართველომ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ აცნობეს.

მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსი, ალბათ, ეს სახელი არაფერს გეუბნებათ, მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იციან ლეგენდარული ფეხბურთელის გარინჩას შესახებ. მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსი, სწორედ ეს არის გარინჩას სრული სახელი და გვარი.
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრამდე ერთი დღე რჩება. რუსეთის მორაგბეთა ეროვნული გუნდი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. გუნდები დღესვე "მიხეილ მესხზე" კაპიტნის ვარჯიშს ჩაატარებენ,

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 26-27 თებერვალს, ვარშავაში ჩატარებულ მსოფლიოს თასზე წარუმატებლად იასპარეზა. ტურნირზე გადახალისებული 8-კაციანი შემადგენლობა გავიდა და სამეულში შესვლა ვერავინ შეძლო.
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მცველმა პეპემ "ბარსელონას" შემტევს ლეო მესის ბოდიში მოუხადა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის 1/4-ფინალის პირველი შეხვედრის მსვლელობისას, რომელიც "ბარსელონამ" მადრიდელებს მოუგო, პეპემ წაქცეულ მესის ხელზე ფეხი დააბიჯა.























.jpg)










