საქართველომ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა
საქართველომ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ აცნობეს.
"მოგეხსენებათ,რომ თავიდან ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი, აზერბაიჯანთან ერთად უნდა შეგვეტანა, მაგრამ მათ გადაიფიქრეს, ამიტომ გადავწყვიტეთ, გეგმები ბოლომდე მიგვეყვანა. გამომდინარე აქედან, საქართველომ განაცხადი მარტომ შეიტანა. ჩვენ გვაქვს პროექტი, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ევროპის 2020 წლისათვის", - განაცხადა ლადო ვარძელაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ერიკ აბიდალი საავადმყოფოდან გამოწერეს და იგი ფიზიკურ ვარჯიშს 4 კვირაში განაახლებს, ხოლო ოდნავ მოგვიანებით უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშსაც შეძლებს.
რუსეთის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბმა ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ” თავის ყოფილ ქართველ ფეხბურთელებს - გოგიტა გოგუასა და ლაშა სალუქვაძეს უჩივლა, თან საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.- ამის შესახებ რუსული ინტერნეტ-გამოცემა championat.com-ი იუწყება.
რაგბის კავშირის ინიციატივას შეიქმნას "საქართველოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო", 90-იანი წლების მსოფლიო რაგბის ვარსკვლავი გამოეხმაურა. შონ ფიცპატრიკი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა მიიღო.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სიგარეტის საწინააღმდეგო კამპანიას იწყებს. ახალი ინიციატივის შესახებ განცხადება მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა გააკეთა. კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის აქციები და ღონისძიებები ჩატარდება.
საფრანგეთში, პარიზის ცენტრში, ზინედინ ზიდანის და მარკო მატერაცის ქანდაკება დადგეს, რომელიც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფრანგეთი - იტალიის ფინალური მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს, კერძოდ კი, როდესაც ზიდანმა მატერაცს თავი ჩაარტყა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, "ჯენოას" იტალიის თასის 1/16-ფინალში "ბარისთან" შეხვედრაში დაუბრუნდა. განვლილი მატჩი დაძაბული აღმოჩნდა და კალაძის გუნდმა გამარჯვება დამატებით დროში მოიპოვა.


































