"ჯვაროსნები" ნახევარფინალში არიან
საქართველოს 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. პატარა "ჯვაროსნები" ისლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 1:0 სძლიეს. ჩვენმა ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი დადეს, იბრძოლეს ბოლომდე და შედეგმაც არ დააყოვნა. მეორე ტაიმის მიწურულს სამხარაძის ჩაწოდების შემდეგ, დარციმელიამ მეკარეს შანსი არ დაუტოვა!
პარალელურ შეხვედრაში გერმანიასა და საფრანგეთს შორის მატჩი 3:0 დასრულდა გერმანელების სასარგებლოდ.
საქართველო, 17-წლამდელები: ადამია, კაკაბაძე, დვალი, ჭანტურია, სამხარაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, მესხი, ჯიქია, მზევაშვილი, გოროზია
სათადარიგო: შერმადინი, ჭეჭელაშვილი, ახვლედიანი, წილოსანი, დარაციმელია, ცინცაძე, გაბაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მოთხილამურეთა ნაკრები ჩეხეთსა და სლოვაკეთში გამართული საერთაშორისო ტურნირიდან დაბრუნდა. ტურნირში 22 ქვეყნის სამოცამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველმა მოთხილამურეებმა საკმაოდ წარმატებულად იასპარეზეს.
ინგლისის მანჩესტერ "სიტის" მარცხენა მცველი უეინ ბრიჯი იჯარით სეზონის ბოლომდე "ვესტ ჰემში" ითამაშებს. ბრიჯის დებიუტი უახლოეს შეხვედრაში "არსენალის" წინააღმდეგ იგეგმება.
ქართველი ნახევარმცველი ლევან გვაზავა მიმდინარე სეზონს გროზნოს "ტერეკში" ჩაამთავრებს. 31 წლის ფეხბურთელს კარიერის ნალჩიკის "სპარტაკში" გაგრძელება სურდა და თურქეთში გუნდის შეკრებაზეც იყო ჩასული, მაგრამ საბოლოოდ ყაბარდო-ბალყარულ კლუბში გადასვლა ვერ მოახერხა.
ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" მცველმა ჯონ ტერიმ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელი "პორტსმუტთან" გამართულ მატჩში დაშავდა.
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" და იტალიურმა "მილანმა" რიკარდო კაკას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

ფორმულა 1-ის რამდენიმე გუნდმა 7 თებერვალს სამხრეთ ესპანეთში, ტესტ-რბოლებში მიიღო მონაწილეობა. ტესტები, პირველ რიგში, ახალი ბოლიდების გამოსაცდელად იმართება და აქვე ხდება პილოტების ფორმის შემოწმება.


































