სპორტი

C კატეგორიის მწვრთნელთა ტესტირება დაიწყო

ორშაბათი, 30 აპრ 2012 15:51

 "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში C კატეგორიის მქონე მწვრთნელთა ტესტირება დაიწყო. პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. ტესტირების შედეგად შერჩეულ მწვრთნელებს, საგანგებო ორთვიან კურსს ესპანელი სპეციალისტები წაუკითხავენ.

მონაწილეთა რეგისტრაცია დილიდან დაიწყო და დღის განმავლობაში, სამ ჯგუფად დაყოფილი მონაწილეები, რომელთა საერთო რაოდენობა 70-ია, საგანგებოდ მათთვის მომზადებულ ტესტებს ჩააბარებენ. ტესტირება საღამოს დასრულდება. ამის შემდეგ, ფედერაციისა და სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც პროექტს კურირებენ, ტესტებს ესპანეთში გადაგზავნიან, საიდანაც შედეგები და საბოლოო პასუხები უახლოეს დღეებში ჩამოვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტესტირების შედეგად, 30-დან 50-მდე მწვრთნელი შეირჩევა, რომლებიც ორთვიან სასწავლო კურსს 7 მაისიდან 6 ივლისამდე გაივლიან და მათი ამ პროგრამაში მონაწილეობის (სწავლის) ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.

ტესტირების დაწყებამდე, მონაწილეებს სფფ-ის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - დავით კასრაძე შეხვდნენ და მწვრთნელებს წარმატებები უსურვეს.

 

მსგავსი სიახლეები

სისოკოს გუნდიდან უშვებენ

ფრანგული საფეხბურთო კლუბი "ლიონი" მზად არის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სისოკოს გუნდიდან გაშვების საკითხი დააყენოს. 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვით ფრანგები დაახლოებით 8 მილიონ ევროს მიღებას აპირებენ.

ტიაგო სილვათი "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება

"მილანის" ბრაზილიელი მცველის ტიაგო სილვას მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება, ბრაზილიელით "მანჩესტერ იუნაიტედიც" დაინტერესდა. როგორც ცნობილი გახდა,   სერ ალექს ფერგიუსონი ტიაგო სილვას ასაკოვანი რიო ფერდინანდის შემცვლელად მოისაზრებს.

"მერსედესი" შუმახერს დაელოდება

რას აპირებს მიხაელ შუმახერი, ფ1-ის ყველაზე ტიტულოვანი მრბოლი? მიდის, თუ სამქიმიანებთან კონტრაქტს გაგრძელებს? თუ რჩება, გერმანულ კომპანიას კითხვები არ აქვს - შუმისთვის, თუნდაც ლეგენდარული შუმის ლანდისთვის, ადგილი არავის ენანება. და თუ მიდის, მისი შემცვლელის ძებნას მერეღა დაიწყებენ.

სოფო ქვაცაბაიამ 10-ათასიანი ტურნირი მოიგო

სოფო ქეცბაიაქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი იყო, ხუთი მატჩი მოიგო და ჩემპიონი გახდა.

ებრალიძემ საგოლე პასი მიითვალა

ავთანდილ ებრალიძექართველი ფეხბურთელი ავთანდილ ებრალიძე, პორტუგალიის სამხრეთში, მეორე B დივიზიონში "იუვენტუ დე ევორაში" ასპარეზობს. ჩატარებულ 9 შეხვედრაში ებრალიძემ 7 მატჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ორი გოლიც გაიტანა, ბოლო შეხვედრაში "ლოულეტანოსთან", რომელიც 13 ნოემბერს გაიმართა, საგოლე პასიც მიითვალა.

საქართველო ჰოლანდიის შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, დღეს სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრას ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა ფორმალურ დატვირთვას ატარებს, რადგან "ჯვაროსნებმა" ევრობასკეტი 2013-ის საგზური მოიპოვეს.

ფოტოკოლაჟი