ლევან კობიაშვილის "ჰერტას" ახალი მწვრთნელი ეყოლება
ლევან კობიაშვილის "ჰერტას" მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება. "ჰერტას" გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი გაწვრთნის. კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, "ჰერტას" ბუნდესლიგიდან გამოვარდნის შემთხვევაშიც კი, რაც დიდი ალბათობაა, რალფთან მიმართებაში არაფერი შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ "ჰერტა" ბუნდესლიგის გათამაშების ცხრილში 28 ქულით მე–17 ადგილს იკავებს.
ცნობისთვის, გერმანელი სპეცილისტი რალფ რანგნიკი – "ჰანოვერში", "ჰოფენჰაიმში" და "შალკეში" მუშაობდა.
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში 27-ე რაგბის სპეცია-ლიზირებული სკოლის ტერიტორიაზე ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რისთვისაც ქუთაისში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და ვიცე პრეზიდენტი გია გორგასლიძე ჩავიდნენ.
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და კარიერის ახალი რეკორდი დაამყარა - მსოფლიოს კლასიფიკაციაში 785 ქულით 83-ე პოზიცია დაიკავა.
ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ "მარკამ" მსოფლიოში ფეხბურთელთა მიერ ყველაზე არასპორტულ ვითარებაში მიღებული, უაზრო ტრავმათა რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში მოხვდნენ:
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ვლადიმერ დვალიშვილმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ისრაელის ჩემპიონატში გოლის გატანა შეძლო და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. იერუსალიმის "ბეითართან" გასვლითი შეხვედრის მეორე ტაიმში მან ხუთ წუთში ორი გოლი გაიტანა, 61-ე და 65-ე წუთებზე და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
საქართველო აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს სპორტსმენები და ფედერაციის წარმომადგენლები თავდებში უდგებიან. მათი თქმით, გეწაძე არ არის ის ადამიანი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს
































