სპორტი

ბუფონი: უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ 4 წელი შემიძლია

ოთხშაბათი, 20 ივლ 2011 10:36

ტურინის "იუვენტუსის" მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის განცხადებით, მას კიდევ 4 წელი შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში და ტურინული გრანდის დატოვებას არ აპირებს.

"ვფიქრობ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ 4 წელი შემიძლია. ამის შემდეგ, სხვა გუნდში შეიძლება მშვიდად გადავიდე. სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს საზღვარგარეთ, მაგრამ არცერთი იტალიური გუნდიდან შემოთავაზებას არ მივიღებ, რა თქმა უნდა იუვეს გარდა. იუვენტუსიდან წასვლას არ ვაპირებ, ამის მიზეზი არ არსებობს. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მე კი კლუბის ინტერესებს გვერდს ვერ ავუვლი. მინდა ტურინში დავრჩე და მონაწილეობა მივიღო იმ პროექტში, რომელიც ხელმძღვანელობამ წარადგინა და იგი ამბიციური გუნდის შექმნას გულისხმობს," – განაცხადა ბუფონმა.

 

მსგავსი სიახლეები

"რეალი" სამეფო თასის მფლობელია

ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ დაცვითი ტქტიკა აიღცია და ნახევარდაცვაში კვლავ პეპე დააყენა, აღსანიშნავია, რომ მადრიდელები ნომინალური თავდამსხმელის გარეშე თამაშობდნენ და შეტევაში მხოლოდ რონალდო, დი მარია, ოზილის სამეული მოქმედებდა.

ლაშა ღულელაურმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალს ...

ტრაბზონში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, საქართველოს ოლიმპიურ გუნდს მორიგი მედალი, მძლეოსანმა ლაშა ღულელაურმა მოუტანა, რომელმაც სიგრძეზე ხტომაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ჯანო ანანიძე "სპარტაკში" რჩება

რამდენიმე დღის წინ, ესპანური პრესა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ჯანო ანანიძით საფეხბურთო კლუბი "რასინგი" იყო დაინტერესებული. თუმცა, championat.ru -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ლეგიონერი სეზონის ბოლომდე "სპარტაკის" შემადგენლობაში ითამაშებს.

კობიაშვილმა "ჰერტას" მაისურით მეორე გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბერლინის "ჰერტას" ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 18–ე ტურში "როტ ვაისის" წინააღმდეგ 3–2 მოგებულს შეხვედრაში პენალტის ნიშნულიდან გოლის გატანა მოახერხა.

პირლოს და ვან პერსის ამბები

რობინ ვან პერსი „არსენალში“ არ რჩება და ეს უკვე ძველი თემაა. რობინმა დაისვენა და სატრანსფერო დეტალებს უნდა მიხედოს.

საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში იუნიორთა შორის დღეს დაიწყება

საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში იუნიორთა შორის დღეს დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ცნობისთვის, ტურნირში საქართველოსთან ერთად რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის იუნიორი მოფარიკავეები მიიღებენ მოინაწილოებას.

ფოტოკოლაჟი