სპორტი

სპორტის სასახლე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ხუთშაბათი, 26 იან 2012 15:11

თბილისის სპორტის სასახლე 28-29 იანვარს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას 44 ქვეყნის ნაკრები მიიღებს, ქართული გუნდი კი შეჯიბრებაში 28 ძიუდოისტით ჩაერთვება. ტურნირთან დაკავშირებით, 25 იანვარს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში წინასატურნირო პრესკონფერენცია გაიმართა.

ჟურნალისტების წინაშე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე და ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიტერ ზაიზენბახერი წარსდგნენ. მათ დამსწრეებს გუნდის შემადგენლობა წარუდგინეს, რომლითაც საქართველოს ეროვნული ნაკრები იასპარეზებს.

"წინ უმნიშვნელოვანესი ტურნირია. ჩემპიონები ოქროს მედლის გარდა, 100-100 სარეიტინგო ქულასაც გამოიმუშავებენ, რაც ლონდონის ოლიმპიური თამაშების რეიტინგ-სიაში ძალიან წაადგებათ. იმედია, ჩვენი ძიუდოისტები გულშემატკივრებს გაახარებენ", - განაცხადა  გიორგი ალექსიძემ.

 

მსგავსი სიახლეები

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდება

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker-ი ირწმუნება, რომ იდეა, რომლის მიხედვითაც ყატარში გასამართი მუნდიალი ზამთარში ჩატარდეს, უახლოეს მომავალში ოფიციალურად დადასტურდება.

იაპონიაში კარატეში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ორი სპორტსმენი ...

23-24 ოქტომბერს იაპონიაში, კარატეში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ორი სპორტსმენი წარმოადგენს. მათგან ერთი, ლევან ცინცაძე ბათუმელია. იგი ჩემპიონატზე მიხეილ წიკლაურთან ერთად იასპარეზებს. სპორტსმენებმა ორთვიანი ინტენსიური ვარჯიში გაიარეს სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის, რომელიც იაპონიაში ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.

ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა 13–14 მაისს, სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბულგარეთში ყველაზე კარგად უშაბგი კუზანიშვილმა იასპარეზა – ყველა შეხვედრა მოიგო და კონტინენტის ჩემპიონი გახდა.

ძალიან მინდა ესპანეთის ნაკრებში თამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე - ...

ესპანურ გაზეთთან, AS-თან საუბრისას, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში დიდი კონკურენცია იქნება.

"არმიამ" მარცხი განიცადა

საკალათბურთო კლუბმა "არმიამ" მეორე თამაში გამართა საკლუბო ევროტურნირ “ჩელენჯ ქაფზე” და პირველი მარცხი განიცადა. საქართველოს ჩემპიონმა სტამბოლში გასვლითი შეხვედრა 82:103 წააგო ადგილობრივ "ბეშიქთაშთან", რომელიც ამ გამარჯვების შემდეგ ერთპიროვნულად გალიდერდა B ჯგუფში.

ფილადელფიის საერთაშორისო ტურნირში სამი ქართველი ჩაება

ფილადელფიაში დაიწყო მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 100-ზე მეტმა მონაწილემ (მათ შორის - 30 დიდოსტატი) მოიყარა თავი.

ფოტოკოლაჟი