სპორტი

ლევან კობიაშვილს "ჰერტაში" კონკურენტი გამოუჩნდა

პარასკევი, 13 იან 2012 14:07

ინტერნეტ-გამოცემა morgenpost.de-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “კონკურენტი კობიაშვილისთვის”. სტატიაში საუბარია მარცხენაფლანგელ ფელიქს ბასტიანსზე, რომელიც აქამდე “ფრაიბურგში” გამოდიოდა და ახლა კარიერას ბერლინის “ჰერტაში” გააგრძელებს.

“ფელიქსთან პრინციპულ შეთანხმებას მივაღწიეთ. უნდა ვთქვათ, რომ “კობი” ჩვენ გუნდში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ფელიქსი უნივერსალია. მას მარცხენა მცველად, მარცხენა ნახევარმცველად და დაცვის ცენტრშიც კი შეუძლია თამაში”, – აღნიშნა “ჰერტას” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პრეეცმა.

morgenpost.de იუწყება, რომ კობიაშვილი კლუბის გადაწყვეტილებას მიესალმება და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დათმობას ასე იოლად არ აპირებს: “აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. თითოეული პროფესიონალური კლუბისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელი საჭიროა. ამიტომ, ჩვენთვის ის კარგი შენაძენია. მე თავდაუზოგავად ვივარჯიშებ და ვნახოთ, ვინ ითამაშებს", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კობიაშვილს პირველ ბუნდესლიგაში 322 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით ხსენებული ლიგის არსებობის ისტორიაში ლეგიონერებს შორი "კობი" მეოთხეა.

მსგავსი სიახლეები

ლევან კობიაშვილის "ჰერტას" ახალი მწვრთნელი ეყოლება

ლევან კობიაშვილის "ჰერტას" მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება. "ჰერტას" გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი გაწვრთნის. კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, "ჰერტას" ბუნდესლიგიდან გამოვარდნის შემთხვევაშიც კი, რაც დიდი ალბათობაა, რალფთან მიმართებაში არაფერი შეიცვლება.

ჯუზეპე სკული "ლაციოს" ფეხბურთელი გახდა

იტალიური "ჯენოას" თავდამსხმელი ჯუზეპე სკული ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რომის "ლაციოს" ფეხბურთელი გახდება. ფეხბურთელის განცხადებით, მან რომაელებთან შეთანხმებას მიაღწია და ეხლა ის უკვე "ლაციოს" ფეხბურთელია და ხვალ რომში გაფრინდება. ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ჯერჯერობით არ ხმაურდება.

საქართველოს ნაკრები ფუტსალში მსოფლიოს 2012 წლის შესარჩევი ეტაპის ...

ფუტზალისაქართველოს ეროვნული ნაკრები ფუტსალში მსოფლიოს 2012 წლის შესარჩევი ეტაპის ძირითად რაუნდში გავიდა. ქართველმა ფუტსალელებმა სომხეთთან ფრედ - 2:2 დასრულებული მატჩისა და მალტის - 10:0 დამარცხების შემდეგ, გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდოვას პენალტების სერიაში ანგარიშით 8:7 აჯობეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

თბილისის "დინამომ" ცხინვალის "სპარტაკი" დაამარცხა

დინამო თბილისიმიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XII ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც თბილისის "დინამო" ცხინვალის "სპარტაკს" დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება იზეიმა. დინამოელებმა მეტოქე ანგარიშით – 2:0 დაამარცხეს.

სიმონე ლეიტე: შემდეგ სეზონში ლონდონში ვიცხოვრებთ

მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, რიკარდო კაკას დედამ, ჭორები იმის თაობაზე, რომ ფეხბურთელმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი დატოვოს, კიდევ უფრო გაამყარა.

"ფიორენტინა" სტევან იოვეტიჩს 30 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად ...

" ფიორენტინას " ხელმძღვანელობამ გუნდის ფორვარდის, სტევან იოვეტიჩის სატრანსფერო ფასი გაზარდა. "სტევანი ძალიან ნიჭიერია. მომავალში ის შესაძლოა ფრანჩესკო ტოტისაც კი გაუტოლდეს,

ფოტოკოლაჟი