რელიგია

უწმინდესმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისაგან მრევლისთვის სიხარული და სიყვარული ითხოვა

ხუთშაბათი, 07 აპრ 2011 10:16

ყოვლადწმინდა სამების სამონასტრო კომპლექსის ხარების ტაძარში, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღრმთო ლიტურგია დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა,

 

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და ღვთისაგან მათთვის სიხარული და სიყვარული ითხოვა.

ხარების ტაძარში კათოლიკოს პატრიარქმა სამი ჯვარი აკურთხა, რომელთაგან ერთი აფხაზეთში გაიგზავნება. უწმინდესმა განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს ჯვრის კურთხევა წმინდა მეფე მირიანიდან ტრადიციაა. პატრიარქის თქმით, ნაკურთხი ჯვრებიდან ერთი სამებაში დარჩება, მეორე აფხაზეთში გაიგზავნება და მესამე აჭარაში.

"ეს არის სიყვარულის დღესასწაული, ეს არის სიხარულის დღესასწაული. თუ ადამინს სიყვარული არ გააჩნია, მას არასოდეს არ ექნება სიხარულიც ასე, რომ ცრემლით ვთხოცოთ უფალს მოგვცეს ჩვენ სიყვარული", – ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.

კათოლიკოს პატრიარქმა ქადაგების დროს, ასევე ბრძანა, რომ ავღანეთში 3 მოძღვარი გაიგზავნება, რათა ქართველი ჯარისკაცებისათვის იქ ლოცვა გაძლიერდეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნდნენ.
ამ მიზნით მან ავღანეთში მსახურობისათივს სამი მღვდელმსახური აკურთხა, დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.

უწმინდესს არ დაუკონკრეტებია აფხაზეთში თუ სად დაიდგმება ნაკურთხი ხის ჯვარი.

ასევე ქადაგებისას კათოლიკოს პატრიარქმა ბრძანა, რომ ყოველ ორშაბათს, სამებაში 19:00 საათზე ბავშვებისათვის პარაკლისი შესრულდება და მათი დალოცვა მოხდება.

მსგავსი სიახლეები

უწმინდესი დღეს საბავშვო წიგნის II ფესტივალს გახნის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, დღეს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტერლექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საბავშვო წიგნის II ფესტივალს გახნის.

19 იანვარს ნათლისღებაა

მართლ-მადიდებლური ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაულზე ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს.

გვარების დალოცვის წესი დროებით შეჩერდება

გვარების დალოცვა დროებით შეჩერდება, რადგან ზოგიერთი რამ დასაზუსტებელია, - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ, ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.

ქართულ ეკლესიასთან სულიერი კავშირი აღარ აღდგება - ალექსანდრე ...

„ქართულ მართლ-მადიდებლურ ეკლესიასთან სულიერი კავშირი დიდი ხანია, დაკარგულია და აღარ აღდგება“, - ამის შესახებ, აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე

სალიტანიო ანჩისხატი ხუთი წლის განმავლობაში სრულიად საქართველოს ...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანებას ედესიდან კონსტანტინეპოლში - ანჩისხატობას დღესასწაულობს.

როგორ გამოვიყენოთ ნაკურთხი წყალი

ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო — ნათლისღების საიდუმლო სწორედ წყალთანაა დაკავშირებული. ნათლისღების წყალი და საერთოდ, ნაკურთხი წყალი ჩვეულებრივი წყალი აღარ არის.

ფოტოკოლაჟი