რელიგია

ილია მეორე რუსეთში გამგზავრებას გეგმავს

შაბათი, 12 ნოე 2011 11:29

უწმინდესისაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის პატრიარქის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთში მიემგზავრება.

"გამგზავრება ნოემბრის ბოლოს იგეგმება, ჯერჯერობით ზუსტდება თარიღი, რომელსაც აუცილებლად გაავრცელებს საპატრიარქო", - აღნიშნა გაგუამ.

ცნობისათვის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე პირველი 1946 წლის 20 ნოემბერს დაიბადა.

მსგავსი სიახლეები

დარიალის ხეობაში მამათა მონასტერი გაიხსნება

დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან 15 სექტემბერს მამათა მონასტერი გაიხსნება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

ბევრი ფული კიბოს აჩენს
ბევრი ფული კიბოს აჩენს
ქრისტიანული რელიგია ადამიანის დაავადების ძირითად მიზეზად მოუნანიებელ ცოდვებს ასახელებს და მას ადამიანის სულიერი და ხორციელი პროცესების კანონზომიერების დამრღვევად მიიჩნევს. დაავადება, რა თქმა უნდა, მორწმუნეებსაც და მუდმივად ლოცვად შემდგარ ადამიანებსაც ემართებათ და ჭეშმარიტი ქრისტიანი ამას თურმე ღვთის საჩუქრადაც უნდა აღიქვამდეს. წმინდა მამათა ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ძალიან კარგია, თუ სიკვდილამდე ორი წლით ადრე მაინც ლოგინად ჩავარდები, რადგან ეს ხშირად ცოდვათა მონანიების საშუალებას იძლევა- ღმერთი საშუალებას გაძლევს ცოდვათაგან გაწმენდილი  წახვიდე ამქვეყნიდან და მოიპოვო სამოთხეში დამკვიდრების უფლება.
ნებისმიერი დაავადება ცოდვის შედეგია. ზოგი ფიქრობს, რატომ დაემართა ესა თუ ის დაავადება, რა არის მიზეზი მისი ცუდად ყოფნისა. უმიზეზოდ არაფერი ხდება. ყველა დაავადება ამა თუ იმ ცოდვის გამო ჩნდება- სულში ხდება რაღაც დაზიანება, ხდება გამრუდება, შებილწვა სულიერი ცხოვრებისა. სულიერ და მორალურ ცხოვრებაში დაზიანებული პროცესები ცხადი ხდება და ვლინდება ფიზიკურ სიბრტყეში, უკვე ფიზიკურ სხეულზე ჩნდება ესა თუ ის დაზიანება, რაც სულში იყო დაწყებული. დაავადების მიზეზის არსებობის შესახებ ქრისტიანობაში არის კიდევ სხვა მოსაზრება - სასჯელს, ეპიტიმიას გადის ადამიანი ამ ცხოვრებაში, რათა მერე მიიღოს მადლი ღვთისა. ამის გარდა, შეიძლება უფალი კიდევ იმიტომ უგზავნის ზოგიერთ ადამიანს დაავადებას, რომ განკურნებით მოიქცეს უფლისაკენ, მასზე ღვთის სასწაული აღესრულოს, როცა ქრისტეს ჰკითხეს, რატომ დაიბადა ეს ადამიანი ბრმად, რა დააშავაო, უპასუხა, რომ სწორედ იმიტომ იყო ბრმადნაშობი, რათა მასზე ღვთის სასწაული გამომჟღავნებულიყო და თვითონ აუხილავს მისთვის თვალები.
-ზოგიერთი ადამიანი დაბადებიდან ინვალიდი იბადება. მათზე ღვთის სასწაული ნაკლებად აღესრულება და სიკვდილამდე ინვალიდებად რჩებიან. 
-არის კიდევ ერთი მიზეზი დაავადებისა, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის უცნობი რჩება - ღვთის განგება. უფალი წინასწარ ჭვრეტს ავ-კარგს. ინვალიდად დაბადებული ადამიანები ასეთ დღეში იმიტომ არიან, რომ მათ ღმერთმა წინასწარ შეუკრა ხელ-ფეხი, რაღაც დაზიანება მისცა, რომ ისინი ამ ავადმყოფური თუ ინვალიდური მდგომარეობის ქრისტიანული ატანით ცხონდნენ. მათ გარკვეული განგებულებით აქვთ ხელ-ფეხი შეკრული, რომ რაღაც ცოდვაში ვერ თუ არ ჩავარდნენ.
- ფიზიკურის გარდა სულიერი ტკივილიც ხომ არსებობს, მასაც ცოდვის შედეგად ვიმსახურებთ?
- რა თქმა უნდა. ცხოვრებაში მარტო ფიზიკური ტკივილი კი არ არის. განა განსაცდელები და საცდურები ,რაც ცხოვრებაში გარშემო გვახვევია, სულიერი ტკივილი არ არის? ამდენი უკულტურობა, ამდენი არასრულყოფილება რომაა ჩვენ გარშემო, განა სულიერ ტკივილს არ გვაყენებს? რა სასიამოვნოა ისეთ საზოგადოებაში ყოფნა, რომელიც მძიმე სულიერ გარემოს ქმნის. სადაც არც კულტურაა, არც სარწმუნოება, არც ერთმანეთის სიყვარული და გატანა. რომელ ქრისტიანობაზეა ლაპარაკი, როდესაც უკულტურობა ცხოვრების ნორმად და კარგი, „კაცური კაცის“ ავტორიტეტის დასამკვიდრებლად გამოიყენება? ყველაზე კარგ ალიბად უკულტურობასა და მუტრუკობას იყენებენ. რაც უფრო კარგად არღვევ ამ ნორმებს, მით უფრო „მაგარი“ ხარ. ამის შემხედვარე ქრისტიანები მუდმივი სულიერი ტკივილის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩათვალეთ, რომ დღევანდელ საზოგადოებაში ცხოვრება ერთი დიდი განსაცდელი და ჯვარია. ადამიანის სულისთვის განსაცდელები და საცდურები იგივეა, რაც სხეულისათვის- ფიზიკური ტკივილი. 
- სულიერი ტკივილი კი ბოლოს მაინც ფიზიკურ ტკივილად იქცევა.
- სულიერში იწყება და გადადის ფიზიკურში. ჯერ სული გტკივა, დეპრესიაში ვარდები, მერე ნერვოზი გეწყება, მერე გული იწყებს ტკივილს, შეიძლება შიშები დაგეწყოს, შიში ღვიძლზე მოქმედებს. სიმშვიდე რომ არ აქვს ადამიანს, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ტკივილი ეწყება. ნერვიულობა დიაბეტს იწვევს, ბევრი და უკანონო ფული კი კიბოს აჩენს.
- ეს როგორ?
- ფული ჭამს ადამიანს. მე ეს, როგორც მოძღვარმა, ადამიანთა აღსარებებიდან, სულიერი და წმინდა მამათა გამოცდილებიდან ვიცი, რომ ზედმეტი ფული ანუ ანგარება ჭამს ადამიანს. თანამედროვე გამოკვლევებში წამიკითხავს, რომ ურწმუნო და მორწმუნე ადამიანის სისხლის შემცველობა განსხვავდება ერთმანეთისგან. ურწმუნო ადამიანი მოწამლულია ათეიზმით. თუ მორწმუნე და ურწმუნო ადამიანს დაელაპარაკებით, მხოლოდ სულიერზე კი არა, ფიზიკურ დონეზე იგრძნობთ მათ შორის განსხვავებას.
-სულის ტკივილი უფრო ძნელი ასატანია თუ სხეულის?
- რა თქმა უნდა სულის ტკივილი უფრო ძნელი ასატანია. ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანს თვითმკვლელობით დაუმთავრებია ცხოვრება, იმდენად მძიმე ყოფილა სულიერი ტკივილი. სულიერი ტკივილისადმი არაქრისტიანული მიდგომა სასოწარკვეთილებას იწვევს, რაც ყველაზე მძიმე ცოდვის - თვითმკვლელობის - ჩადენას უწყობს ხელს. სულიერი ტკივილი მუდამ აქვთ ათეისტებს, რადგან ცხოვრების საზრისს ვერ ხედავენ, არ სჯერათ მომავალი ცხოვრების. საერთოდ, ურწმუნო ადამიანი ფიზიკურად ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე მორწმუნე. შეიძლება ურწმუნო ადამიანს კუნთები უფრო დიდი ჰქონდეს, კულტურისტი იყოს ან რაიმე საბრძოლო ხელოვნებაში იყოს ნავარჯიშევი, მაგრამ მორწმუნე ადამიანი, როგორც ნედლი ხე, გადაღუნვის დროს არ ტყდება, იმიტომ რომ მადლით არის გაჟღენთილი. ურწმუნო ადამიანი კი ხისტ, გამხმარ ხეს გავს, რომელიც თითქოსდა ძლიერია და ჰგონია, რომ მას ვერაფერი მოერევა, მაგრამ უბრალო განსაცდელის დროს გამხმარ ხესავით ტყდება. ზოგი თანამდებობითი და ფულით იქადის თავის სიძლიერეს და ამბობს, ვინ მომერევა, ვინ წამაქცევსო. ვინ წაგაქცევს და - ღმერთი. ურწმუნო ერები და ქვეყნები წაქცეულა და შენ ვინ ხარ, საცოდავო ადამიანო

ინტერვიუ იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მოძღვართან დეკანოზ გიორგი სხირტლაძესთან

ქრისტიანული რელიგია ადამიანის დაავადების ძირითად მიზეზად მოუნანიებელ ცოდვებს ასახელებს და მას ადამიანის სულიერი და ხორციელი პროცესების კანონზომიერების დამრღვევად მიიჩნევს. დაავადება,

უწმინდესი: პოლიტიკური მოღვაწეები მიდიან და მოდიან, ჩვენი ერები ...

პოლიტიკური მოღვაწეები მიდიან და მოდიან, ჩვენი ერები და ეკლესია კი რჩება. ამ სიტყვებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტრაესმა ილია ll-მ რუსეთის პატრიარქ კირლილთან შეხვედრა დაიწყო.

უწმინდესი ბულგარეთის პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე ბულგარეთის პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდა. შეხვედრა ქართულ სამღვდელოებასა და რუმინელ პარლამენტარებს შორის წინანდლის სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა.

პატრიარქი საქართველოში დღეს ბრუნდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება. ვიზიტის ფარგლებში პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, მის უწმინდესობა კირილს შეხვდა.

რა არის ნაკურთხი წყალი და როგორია მისი ...

ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო — ნათლისღების საიდუმლო სწორედ წყალთანაა დაკავშირებული. ნათლისღების წყალი და საერთოდ, ნაკურთხი წყალი ჩვეულებრივი წყალი აღარ არის. ბოთლებში ჩასხმული თავდახურული წყალი მრავალი წლის განმავლობაში ინახება. ადამიანი როცა მარხვით განწმენდილია, ნაკურთხი წყლის ზემოქმედებაც უფრო ეფექტურია.

ფოტოკოლაჟი