მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდესი დღესასწაულის რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.
ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს, რომლის შემდეგადაც ხილს აკურთხებს. ტაძარში მღვდელმსახურები წაიკითხავენ წმინდა სახარებიდან ადგილს, სადაც თაბორის მთაზე უფლის ფერისცვალებაზეა მოთხრობილი.
თაბორის მთაზე, როცა მაცხოვრი ლოცულობდა, სამ მოციქულს – პეტრეს, იაკობისა და იოანეს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“.
უფლის ფერისცვალების დღეს, ძველი მართლმადიდებლური სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში.
მსგავსი სიახლეები
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
დღეს, იოანე ნათლიმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნეტარესმა ილია მეორემ, ავჭალაში-იოანე ნათლიმცემლის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. ირაკლი ალასანიამ ქართველ სამხედროებს „დავითობის“ დღესასწაული მიულოცა და გაძლიერება და წინსვლა უსურვა.
ყოვლადწმინდა სამების სამონასტრო კომპლექსის ხარების ტაძარში, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღრმთო ლიტურგია დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა,
სრულიად მართლმადიდებელი სამყარო, დღეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპი-სკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 11:00 საათზე თბილისში, მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე კომპლექსში პარაკლისს გადაიხდის.


































