"პატრიარქის სიტყვები შეცვალეს" აცხადებს მეუფე იობი
მეუფე იობი:-ძალიან დიდი განსაცდელი დაეშვა ქართველ ერზე. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება არ დათანხმდა სინოდის სხდომაზე განხილული იქნა ID ბარათებთან დაკავშირებით.
სინოდზე იყო ძალიან დიდი კამათი ამასთან დაკავშირებით და ბოლოს მისმა უწმინდესობამ ბრძანა შემდეგი სიტყვები: "ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მაგრამ რახან ხალხში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მოეთხოვოს მთავრობას, რომ გასცეს ალტერნატიული საბუთები ჩიპების გარეშე".. აი ეს დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენ რომ წამოვედით იქიდან ეს იქნა შესწორებული, გადაკეთებული და ოქმში შეიტანეს შემდეგი სიტყვები " რომ ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი აქედან შეიძლება მისი აღება და იქვე ამბობდნენ მერე რახან ხალხში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს მოეთხოვოს მთავრობას ალტერნატიული საბუთი თუ ეს შესაძლებელია" აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ძალიან დიდი გავლენა არის ხელისუფლებიდან ეკლესიაზე, ძალიან დიდი გავლენა.. ხალხი არის გაუგებრობაში. მე პირადად მოგიწოდებთ, რომ არავითარ შემთხვევაში ელექტრონული ბარათების აღება არ შეიძლება. თქვენ ვერც იყიდით, ვერც გაყიდით, ესეიგი ვერაფერს ვერ მოიმოქმედებთ. თქვენ წარმოიდგინეთ ყიდვა-გაყიდვა ესაა საუკუნეების განმავლობაში, ასე არსებობს კაცობრიობა. თუ არ ვიყიდეთ ვერ ვიარსებებთ, თუ არ გავყიდეთ ვერ ვიარსებებთ ორივე შემთხვევაში .
მსგავსი სიახლეები
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე დღეს დიდ ბრიტანეთიში ქართული სიმღერის კონცერტს დაესწრო.
სომხური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, სომხეთში სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ მეორის გადადგომის მოთხოვნით სოციალურ ქსელებში მასშტაბური კამპანი აგორდა.
სასტუმრო "რედისონში" დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთის და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით საპატრიარქოს სულიერებისა და კულტურის ცენტრის პროექტის პრეზენტაცია– საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება.
"ყოვლად -სამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მხცხოვრებნო თანამემამულენო!
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძრებში დღეს წირვა-ლოცვა აღევლინა და ასევე შესრულადა დიდი წყალკურთხევა.
ყველაზე მეტად გაანსაცდელს და უბედურებას მიყავს ადამიანი უფლამდე.. როდესაც უბედური ხარ, შენი სული გლოვობს და გლოვა სულისა ეს ღია კარია უფალთან... ამ დროს ყველაზე მეტად ესაუბრები მას..


































