რელიგია

მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

პარასკევი, 06 აპრ 2012 14:46

ღვთისმშობლის ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს, ხოლო ახალი სტილით 7 აპრილს აღნიშნავს.  ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა,   რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.

სახარების მიხედვით, მთავარანგელოზ გაბრიელს მარიამ ღვთისმშობლისთვის უხარებია, რომ მისგან იესო ქრისტე, ძე ღვთისა იშვებოდა.

“პატარა ქალაქ ნაზარეთში ერთი მოკრძალებული ქალწული ცხოვრობდა, სახელად მარიამი. მას უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას უფლისაგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა:”გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის.” მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული”,– აღნიშნულია სახარებაში.

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში წირვა–ლოცვა აღევლინება და ამ დღეს თევზით გახსნილდება.

ცნობისთვის, ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული ქრისტიანთა მიერ პირველი საუკუნეებიდანვე აღესრულება. ეკლესიის მამათა უძველეს ნაწერებში მითითებულია, რომ ღმერთკაცის განკაცება 25 მარტს მოხდა, რადგან პირველი ადამიანიც სწორედ 25 მარტს შეიქმნა. მართლმადიდებელი სარწმუნოების უძველესი მქადაგებლები ქრისტეს მიმდევრებს ასწავლიდნენ, რომ პატივი მიეგოთ ღვთისმშობლისათვის. ეკლესიის უდიდესი მამების სწავლებით, ვინც ღმერთის დედას ღვთისმშობლად არ სცნობდა, ის სარწმუნოებისა და ქრისტიანობის მტერი იყო და ქრისტიანის სახელს არ იმსახურებდა.

მსგავსი სიახლეები

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადი-დებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღასრულებს.

17 მაისი, პატრიარქის გადაწყვეტილებით, ოჯახის სიმტკიცისა და ...

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ყველა მოქმედ ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღევლინება.

13 აპრილი წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს  მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

მართლმა-დიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამთავროს დედათა მონასტერში სამშაბათს ...

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში სამშაბათს გადააბრძანებენ. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქის რიგით მეთექვსმეტე საყოველთაო ნათლობა დღეს გაიმართება

ilia IIპატრიარქის რიგით მეთექვსმეტე საყოველთაო ნათლობა დღეს გაიმართება. ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ფოტოკოლაჟი