რელიგია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს 79 წელი შეუსრულდა

ოთხშაბათი, 04 იან 2012 12:17

უწმინდესისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს დღეს 79 წელი შეუსრულდა.

უწმინდესი, ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს, ქალაქ ორჯონიკიძეში, (ახლანდელი ვლადიკავკაზი), გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილის და ნატალია კობაიძის ოჯახში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გრიბოედოვის სახელობის თეატრში, პაატა ბურჭულაძის ფონდ "იავნანას" ორგანიზებით და "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. პირველად, ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში, საკონცერტო შესრულებით ჯუზეპე ვერდის ოპერა "ბედის ძალა" იქნება წარმოდგენილი. საქველმოქმედო საღამოს კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრება. საღამოს დასასრულს, ბინის გასაღები დიასამიძეების 8-შვილიან ოჯახს გადაეცემა. საღამოში მონაწილეობისთვის, პაატა ბურჭულაძის მოწვევით, საქართველოში მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ბარიტონი ალბერტო რინალდი მიიღებს.

1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით. 1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ს გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. პატრიარქს სახელი ილია II მიეკუთვნა.

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

მსგავსი სიახლეები

უფალი ორ რამეს გვასწავლის: ბრძოლას სასუფევლისათვის და დამდაბლებას ...

19 იანვარს ნათლისღება ვიზეიმეთ. ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელ იღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

უწმინდესი დღეს საბავშვო წიგნის II ფესტივალს გახნის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, დღეს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტერლექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საბავშვო წიგნის II ფესტივალს გახნის.

ქართველი მეფეების ნაშთების გადმოსვენების შესახებ დებატები გაიმართება

საქართველოში  ქართველი  მეფეების  ნაშთების  დასაბრუნებლად,  რომლებიც  დაკრძალულნი  არიან  ასტრახანიში  XVIII  საუკუნეში,  საჭიროა საჯარო დებატების გამართვა რუსეთში, - ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა განაცხადა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიმონ პერესს და რუბი რივლინს შეხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს, ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს რუბი რივლინს და იერუსალიმის მერს შეხვდება.

ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის გუმბათზე ჯვარი აღმართეს

სამთავისის და გორის მეტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, კასპში ვახტანგ გორგასლის სახელოების ეკლესიის გუმბათზე დღეს ჯვარი აღიმართა. ჯვრის აღმართვის ცერემონიამდე მეუფემ მრევლთან ერთად ტაძარი მოილოცა.

უწმინდესი ბულგარეთის პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე ბულგარეთის პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდა. შეხვედრა ქართულ სამღვდელოებასა და რუმინელ პარლამენტარებს შორის წინანდლის სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა.

ფოტოკოლაჟი