პრესკლუბი

გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

პარასკევი, 01 ივნ 2012 21:32

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირები ღონიძიებები გაიმართა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლებს შორის ასფალტზე ხატვის კონკურსი გაიმართა. ნამუშევრებს სამხატრო სკოლის პედაგოგებისგან დაკომპლექტებული სამ კაციანი ჟიური აფასებდა.

კომპეტენტურმა ჟურიმ გამოვლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ნამუშევარი - სასულიერო აკადემია, საუკეთესო იდეა - №2 საჯარო სკოლა, საუკეთესო შესრულება - №5 სკოლა, ინდივიდუალური შესრულება - №6 სკოლა, საუკეთესო ნახატი - №5 სკოლა. აღნიშნული სკოლები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა კონკურსში მონაწილე ყველა სკოლას ღონისძიებაში მონაწილეობის აღსანიშნავად სერტიფიკატი გადაეცა.

დილიდან გორელ პატარებს კულტურისა და დასვენების პარკი ,,ახალბაღი“ მასპინძლობდა. მათ გორის მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად ნაყინი და ტკბილეული გადაეცათ. ,,ახალბაღში“ მთელი დღის მანძილზე ბავშვებს ყველა ატრაქციონი უფასოდ ემსახურებოდა.

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორის სამშობიარო სახლს ეწვივნენ, პირველ ივნისს დაბადებული პატარები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.

აღნიშნული ღონისძიებების პარალელურად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,გორის ბიზნეს ცენტრი“ გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ,,ახალგაზრდული ფორუმი“ სპორტული ღონისძიებით ,,მხირული სტარტები“ გახსნა.

ფორუმი 2 ივნისს ინტელექტუალური თამაშით „5 ზარდახშა“ გაგრძელდება და 3 ივნისს საზეიმო კონცერტით დაიხურება. პროექტში მონაწილეობას გორისა და ქარელის 12 საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლე იღებს.

 

მსგავსი სიახლეები

დავით გამრეკელისა და პაულ ლისიციანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ...

დავით გამრეკელიჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის პრეს-კლუბში, დღეს 15:00 საათზე, დავით გამრეკელისა და პაულ ლისიციანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.

ჰამლეტ გეგია: "ამერიკის ხმა" ისტორიული შედეგებით “მარშალის გეგმას” ...

geonews

ახალი ამბების სააგენტო "ჯეონიუსის" პრეს–კლუბში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

გეი-პარადი კიოლინში და მოთხოვნები

გეი-პარადი, რომელიც კიოლინში ჩატარდა, სულ 600 ათასი ადამიანი გამოვიდა. მოთხოვნით-ერთსქესიანი წყვილებისთვის ისეთივე უფლების მინიჭება, როგორიც ჰეტეროსექსუალებს გააჩნიათ. ფესტივალის ლოზუნგი: "დიახ, მე მინდა!

ბავშვის მკვლელის დაჭერაში დახმარებისთვის ფულით აჯილდოვებენ

მკვლელის დაჭერისთვის ფულად ჯილდოს დაპირდნენ ვლადიმიროვსკის რეგიონის სამართალდამცავი ორგანოები.

მით რომნი მზადაა ირანის წინაამღდეგ სათანადო ძალებს მიმართოს

 აშშ-ს პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდანტი მით რომნი მზადაა, ირანის წინაამღდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, თუკი ეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაჩერებლად გახდება აუცილებელი.

"ჯეონიუსის" პრესკლუბში დისკუსია გაიმართა

ახალი ამბების სააგენტო "ჯეონიუსის" ახლადშექმნილ პრესკლუბში, დისკუსია გაიმართა თემაზე: უნდა აჯილდოვებდეს თუ არა სახელმწიფო უწყება ჟურნალისტებს.

ფოტოკოლაჟი