ნატო-ს ვერტმფრენებმა პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან ახლოს, ცეცხლი გახსნეს
ნატო-ს ვერტმფრენებმა პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან ახლოს, ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, 25 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. პაკისტანის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, 7 ჯარისკაცი დაჭრილია.
ინფორმაცია პაკისტანის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. ავღანეთში საერთაშორისო ძალების კოალიციის სარდლობა ინციდენტის შესახებ ინფორმაციას აგროვებს.
მომხდარის პასუხად პაკისტანმა ნატოს ჯარების მომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესი მარშრუტი დაბლოკა. ქალაქ ჯამრუდთან, 40-მდე სატვირთო მანქანა და ბენზინმზიდია გაჩერებული.
მსგავსი სიახლეები
ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ ხშირად ჩნდებიან ერთად ფოტოსესიებზე, პრემიერებზე და საავადმყოფოშიც კი. შეყვარებულები ნიუ-იორკში, ახლადგახსნილ რესტორანს ესტუმრნენ, სადაც პაპარაცის ობიექტივმა დააფიქსირა.
რუსეთის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მოწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდას აღწევდა. აღმოსავლეთ ციმბირში, კიზილიდან 100 კმ-ის დაშორებით, 10 კმ-ის სიღრმეში,
რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მის წინააღმდეგ ინტერნეტ-პორტალ lifenews-ზე კომპრომატების გამოქვეყნებას აპროტესტებს და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს. ბორის ნემცოვმა ამ მოთხოვნით საგამოძიებო კომიტეტს მიმართა.
სინგაპურში ანტი- სახელისუფლებო მიტინგები დაიწყო სინგაპურში მმართველი პარტიის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. "იტარ-ტასის" ინფორმაციით, მომიტინგეები ინფლაციის შემცირებას, ფასების ზრდაზე მკაცრ კონტროლს და მუშახელის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას მოითხოვენ.
იემენის პრეზიდენტის რეზიდენციაზე დემონსტრანტებმა იერიში მიიტანეს. ცნობილია, რომ აღნიშნულის გამო პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი თავის არეში დაიჭრა.
ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, კენჭისყრა რთული სქემით, 3 ეტაპად გაიმართება და 4 თვე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე ხმის მიცემის პროცედურა ცხრა პროვინციაში მიმდინარეობს.






































