ლონდონში მაღაზიებს ძარცვავენ
ლონდონში საპროტესტო აქციის დარბევისას ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 160-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაშავებულია 35 პოლიციელი. მეორე მხარეს დაზარალებულთა რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.
,,Daily Mail"-ის ინფორმაციით,ლონდონის სხვადსხვა რაიონში არეულობა უკვე ორი დღეა გრძელდება. არეულობაში ძირითადად ახალგაზრდების ჯგუფები მონაწილეობენ, რომლებიც მაღაზიებსა და ავტომობილებს ძარცვავენ და წვავენ.ყველაფერი 4 აგვისტოს მშვიდობიანი საპროტესტო აქციით დაიწყო. ტოტენჰემის მცხოვრებლები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა ამავე უბნის მცხოვრები შავკანიანი 29 წლის მარკ დაგანი დაკავების დროს მოკლა. მოგვიანებით არეულობამ ბრიტანეთის დედაქალის მეზობელი რაიონებიც მოიცვა.
მსგავსი სიახლეები
მოსკოვში, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია დღეს, სახაროვის გამზირზე გაიმართება. დუმის არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მიმართული აქციის გამო რუსეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. რუსული მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში სამართალდამცავები გაძლიერებული შემადგენლობით პატრულირებენ, მათ შორის მეტროსადგურებში.
ფოკუსიმას ატომური ელექტროსადგურის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობა გადადგომას აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას იაპონური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
საბერძნეთსა და საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციებია. მთავრობის ეკონომიკური კურსით უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ იტალიის სახელმწიფო ობლიგაციების მაჩვენებელი სამი დონით შეამცირა. კომპანიამ ქვეყნის რეიტინგი სამი საფეხურით დაწია.
ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის ფილიპ ჰამონდის განცხადებით, ლონდონი მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტების განლაგებას აპირებს, რომლებმაც ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ.
ამერიკელი კონგრესმენები ბარაკ ობამას აფრთხილებენ და თან გარანტიებს სთხოვენ. თეთრი სახლის ლიდერს სენატორთა ჯგუფმა მიმართა. ამერიკელი კონგრესმენები ფიქრობენ, რომ რუსეთ-ამერიკის შეთანხმება ანტისარაკეტო სისტემების სფეროში თანამშრომლობის შესახებ აშშ-ს ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.


































