უცხოეთის სიახლეები

გერმანია ბუნებრივ აირს "ნორდ სტრიმის" საშუალებით მიიღებს

ოთხშაბათი, 07 სექ 2011 11:14

ევროპა, კერძოდ კი გერმანია, "ნორდ სტრიმის" საშუალებით ბუნებრივი აირით მომარაგდება. რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ქალაქ ვიბორგში მდებარე მთავარი გამანაწილებელი  გერმანიის ექს-კანცლერ გერხარდ შრიოდერთან ერთად გახსნა.

გერმანიაში პროექტის საზეიმო გახსნა ნოემბერში, მედვედევის დაგეგმილი ვიზიტის დროს მოხდება.

ცნობისთვის, ნორდ სტრიმი ორი ტყუპი მილსადენისგან შედგება. მილები ბალტიის ზღვის ქვეშ გადის და 1224 კილომეტრის სიგრძისაა. ის ვიბორგიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ სასნიცამდეა გადაჭიმული. პროექტი 12.5 მილიარდი ამერიკული დოლარი ჯდება.  რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის 80 % უკრაინის გავლით გადის.

მსგავსი სიახლეები

ყველაზე საშიში ნაცისტი დამნაშავების სიაში პირველ ადგილზე მყოფი ...

ბუდაპეშტის სასამართლომ ნაცისტი დამნაშავე შანდორ კეპირო უდანაშაულოდ სცნო.

გერმანიიდან სირიელი დიპლომატები გააძევეს

გერმანიის მთავრობამ ოთხი სირიელი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან. ეს ქმედება კავშირშია იმ ორი პირის დაკავებასთან, რომლებიც სავარაუდოდ, გერმანიაში სირიის ოპოზიციის წარმომადგენლების თვალთვალის მიზეზით დააკავეს.

მარკ ცუკერბერგმა შობის ღამე ჯუნგლებში გაატარა

მარკ ცუკერბერგმა მსოფლიო გააოცა თავისი მოულოდნელი საქციელით. facebook-ის დაფუძნებელი შობას  ვიტანამში შეხვდა, სადაც ოფიციალურად აკრძალულია მის მიერ შექნილი სოციალური ქსელით სარგებლობა.  შობის ღამეს ცუკერბერგი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საკურორტო კომპლექსში ბუხტე ხალნოგში იმყოფებოდა, სადაც დაახლოებით 3000 ჯუნგლების კლდოვანი კუნძული მდებარეობს.

იემენის პრეზიდენტის მომხრეებმა პროტესტის ნიშნად ქალაქ სანის ქუჩები ...

იემენის პრეზიდენტის ალი აბდალ სალეხას მომხრეებმა შეთანხმებული საბუთის გამო, რომლითაც უნდა გადაიხედოს პრეზიდენტის შესაძლო გადაგომის საკითხი, პროტესტის ნიშნად ქალაქ სანის ქუჩები გადაკეტეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

ანტიკრიზისული გეგმა ევროკომისიის პრეზიდენტმა წარადგინა. ჟოზე მანუელ ბაროზოს ინიციატივა, საბერძნეთის გაკოტრების შემთხვევაში, ბანკების დახმარებას გულისხმობს. ბანკებმა საკუთარი რეზერვები კერძო შენატანითა და ევროპული ფონდებით უნდა შეავსონ, – ამბობს ბაროზო და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საბანკო კაპიტალის გაზრდისკენ მოუწოდებს.

 

იტალიაში მოდის კვირეული გრძელდება

იტალიაში მოდის კვირეული გრძელდება. მილანში პოდიუმი ამჯერად იტალიური მოდის ორმა წამყვანმა ფიგურამ დაიკავა. ახალი კოლექციები ჯორჯო არმანიმ და რობერტო კავალიმ წარმოადგინეს. მარგალიტის სხვადასხვა გრადაცია "არმანის მოდის სახლის" უახლესი კოლექციის ძირითადი ფერებია.

ფოტოკოლაჟი