პოლიციელების გაფიცვა ბოლივიაში
ბოლივიაში პოლიციელები გაიფიცნენ. მათი თხოვნაა პრეზიდენტ ევო მორალესთან შეხვედრა
და ხელფასებისა და პენსიების გაზრდა. თუმცა მორალესი ბრაზილიაში, რიოს სამიტზე იმყოფება. ამ დროისთვის ბოლივიაში სამართალდამცველების პენსია თვეში 144 დოლარის ეკვივალენტია.
მსგავსი სიახლეები
თურქეთის საზღვარზე სირიის სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. ცნობილია,რომ თურქეთის მოსაზღვრე პროვინციის იდლიბთან სოფელ ალ– რამში სირიის არმიის ათობით ბრონირებული მანქანა და ტანკი შევიდა.
პრეზიდენტი ობამას განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ექსპორტის გაზრდის და საგარეო ბაზრების გაფართოების მხრივ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. ყოველკვირეული მიმართვა პრეზიდენტმა ინდონეზიაში ჩაწერა, სადაც მან 9-დღიანი აზიური ტურნე დაასრულა.
მილიციის თანამშრომლებმა ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს მომხრეები დააკავა, რომლებიც პეჩორსკის სასამართლოსთან შეიკრიბნენ. აღნიშნულ ინფორმაციას "Интерфакс" ავრცელებს. სამართალდამცავი ორგანოები დაკავებულთა რაოდენობას არ ასახელებენ.
ალექსეი ნავალნი წინასაარჩევნოდ საკუთარ ეკონომიკურ პროგრამას აქვეყნებს. ოპოზიციის ლიდერმა პროგრამა გამოცემა "იზვესტიაში" დაბეჭდა. "კორუფციასთან ბრძოლა არის ჩემი ეკონომიკური პროგრამა, ის რეალისტური და მნიშვნელოვანია",- წერს ცნობილი რუსი ბლოგერი.
ABC-მ ანდრეს ბრეივიკის ახალი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე კარგად ჩანს თუ როგორ გამოდის 32 წლის ტერორისტი მამაკაცი პოლიციის ფორმაში გადაცმული ოსლოს ცენტრში პარკირებული მანქანიდან, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

გაეროს უშიშროების საბჭომ 16 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, შეწყდეს სირიაში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მუშაობა, რომელიც აპრილიდან დაიწყო, - იუწყება Agence France-Presse-ი.

































