უცხოეთის სიახლეები

სამხედრო ბაზის გენერალს ცოლის ღალატის გამო თანამდებობა დაატოვებინეს

ოთხშაბათი, 22 მაი 2013 18:55

 ფორტ ჯექსონის სამხედრო ბაზის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბრაიან რობერტსი ცოლის ღალატში დაადანაშაულეს. გენერალი იმ ბაზაში მსახურობდა, სადაც ამერიკის სამხედრო სამსახურისთვის მომზადებას ქალების მესამედი გადიოდა.

 

ემინემი facebook-სგან 150.000 დოლარს ითხოვს

ოთხშაბათი, 22 მაი 2013 15:33

eight mile style-მ საჩივარი შეიტანა სასამართლოში facebook-ის წინააღმდეგ.ამის მიზეზი ის არის,რომ facebook-მა უნებართვოდ გამოიყენა სარეკლამო რგოლში რეპერ ემინემის სიმღერას. სიმღერის საავტორო უფლება სწორედ პროდუსერულ ცენტრ eight mile style-ს ეკუთვნის.

ცნობილმა მწერალმა ტაძარში თავი მოიკლა

ოთხშაბათი, 22 მაი 2013 15:05

ცნობილმა ფრანგმა მწერალმა პარიზის ტაძარში თავი მოიკლა. 78 წლის დომენიკ ვენერი ეკლესიაში შევიდა, მთავარი საკურთხევლის წინ დადგა და ცეცლსასროლი იარაღით მოიკლა თავი. ინციდენტის შემდეგ ტაძარში მყოფი ხალხის ევაკუაცია მოხდა.

 

სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 90 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ოთხშაბათი, 22 მაი 2013 14:23

სირიის დასავლეთით მომხდარი საბრძოლო მოქმედებების შედეგად 90 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ეს ინფორმაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიმდინარე

აშშ-ში სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

ოთხშაბათი, 22 მაი 2013 14:13

აშშ-ში სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ამერიკის პრეზიდენტმა ოკლაჰომაში დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. გავრცელებული ინფორმაციით, 21 მაისს სამაშველო სამსახურებმა ნანგრევებიდან 100 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

 

ტორნადოს შედეგად 91 ადამიანზე მეტი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვი

სამშაბათი, 21 მაი 2013 15:30

ოკლაჰომაში ტორნადოს შედეგად 91 ადამიანზე მეტი დაიღუპა, მათგან 20 მცირეწლოვანია, რომლებიც ქარიშხლის დროს სკოლაში იმყოფებოდნენ. სკოლა მთლიანად დანგრეულია, - ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს.

ანჯელინა ჯოლი ახალ ფილმში საკუთარი დედის როლს განასახიერებს

ორშაბათი, 20 მაი 2013 19:59

ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში განასახიერებს დედის მარშელინ ბელტრანის როლს, რომელიც 2007 წელს, 56 წლის ასაკში კიბოსგან გარდაიცვალა.

 

ორი საჰაერო ბურთის ერთმანეთთან შეჯახებისას ბრაზილიელი ტურისტი დაიღუპა

ორშაბათი, 20 მაი 2013 16:07

თურქეთის პროვინცია ნევშეხირში ტურისტებით სავსე ორი საჰაერო ბურთი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგად ბრაზილიელი ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ესპანელს ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა. 24-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს,

კოსტა-რიკის პრეზიდენტი ნარკობიზნესში ჩართული თვითმფრინავით სარგებლობდა

შაბათი, 18 მაი 2013 21:07

კოსტა-რიკის ზედა ეშელონებში სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც ცნობილი გახდა,  რომ ქვეყნის პრეზიდენტი ლაურა ჩინჩილია  კოლუმბიის თვითმფრინავით გადაადგილდებოდა, რომელიც  ნარკობიზნესშია ეჭვმიტანილი.

 

დეპარტიე პუტინს ფრანსუა მიტერანს და იოანე პავლე II-ს ადარებს

შაბათი, 18 მაი 2013 19:41

ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთი ძლიერი პრეზიდენტია და  ცდილობს, რუს ხალხს სიამაყე დაუბრუნოს, - ამის შესახებ ყოფილი საფრანგეთის და ახლა უკვე რუსეთის მოქალაქე, მსახიობი ჟერარ დეპარტიე "კომსომოლსკაია პრავდა"-სთან ინტერვიუში აცხადებს. 

საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

შაბათი, 18 მაი 2013 15:55

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა  ხელი მოაწერა კანონს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ, რომელიც, შესაბამისად, ძალაში შევიდა. კანონის თანახმად, ერთსქესიანთა ოჯახებს ბავშვების შვილად აყვანის უფლება ეძლევათ.

 

სასტუმროს თანამშრომელი 11 წლის ბიჭს თავს დაესხა

პარასკევი, 17 მაი 2013 20:00

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს თანამშრომელი 11 წლის ბიჭს თავს დაესხა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, სასტუმრო "ლაგუნას" 20 წლის თანამშრომელმა, რომელიც ნიდერლანდების მოქალაქეა,

კაიროში საელჩოებზე თავდასხმის დაგეგმისთვის 3 ადამიანი დააკავეს

პარასკევი, 17 მაი 2013 19:44

ეგვიპტეში ისლამისტების 3-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლების ამერიკისა და საფრანგეთის საელჩოებზე თავდასხმას აპირებდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულ სამ ეგვიპტელს 10 კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდათ. 

 

ერაყში ტერაქტის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა

პარასკევი, 17 მაი 2013 19:35

ერაყში მორიგი ტერაქტი განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 35-ია. შეგახსენებთ, რომ პირველი თავდასხმა ერაყში 16 მაისს განხორციელდა, ხოლო მეორე სადგურის პირდაპირ, ბაზართან ახლოს.

 

ავღანეთში ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

პარასკევი, 17 მაი 2013 19:09

ავღანეთში ორი დღის წინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ბოლო მონაცემებით 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა აფეთქებას. დაღუპულთა შორის 2 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა.

 

ტეხასში ტორნადოს შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

პარასკევი, 17 მაი 2013 18:44

ტეხასში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დამანგრეველმა ქარიშხალმა 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათობით ადამიანი კი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს.

ფოტოკოლაჟი