ჯანდაცვა

საქართველოში შიდსის ვირუსი ყველაზე ხშირად ჰეტეროსექსუალური გზით გადადის

ხუთშაბათი, 28 აპრ 2011 07:38

საქართველოში შიდსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამჯერად დაღუპულია ერთი მამაკაცი და ერთი ქალი.

ორივე შემთხვევაში პაციენტების დაღუპვის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა. მათ ექიმს დაავადების ბოლო სტადიაზე მიმართეს, რის გამოც, პაციენტების გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

პაციენტების გარდაცვალების მიზეზი, ყველაზე ხშირად, სწორედ დაგვიანებული დიაგნოსტიკაა.

ცნობისთვის, წელს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გარდაცვალების უკვე 43–ე შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ აპრილში შიდსის ვირუსს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

მიუხედავად აღნიშნული სტატისტიკისა, სპეციალისტების განცხადებით, დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება არ შეინიშნება.

ცნობისთვის, საქართველოში შიდსის ვირუსი ყველაზე ხშირად ჰეტეროსექსუალური გზით გადადის. შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რის შედეგადაც ირკვევა, რომ აღნისნული დაავადება სწორედ ქალსა და მამაკაცს შორის სექსუალური ურთიერთობის დროს გადადის. დაავადებულთა 55 პროცენტი სწორედ ჰეტროსექსუალურ კავშირზე მოდის.

მეორე ადგილზე კი ინტრავენური ნარკომანიაა. ცნობილია, რომ ინფიცირებულთა 39 პროცენტი ერთჯერადი შპრიცების მრავალჯერადი გამოყენებით დაინფიცირდა. მესამე ადგილზე კი ჰომოსექსუალური კავშირებია. ასეთი კავშირის შედეგად კი ინფიცირების 5 პროცენტი დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

ომბუდსმენის რეკომენდაცია ანდრია ურუშაძეს

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში  ჯანდაცვის მინისტრს, ანდრია ურუშაძეს რეკომენდაციით მიმართავს, რათა დაამტკიცოს საქმიანობათა ნუსხა, სადაც მაღალია აივ ინფიცირებულ  დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების რისკი.

მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა

წერეთლის გამზირზე 25 წლის ანი მახარაძე ფანჯრის წმენდისას მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო ბრიგადამ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

ბავშვებში ჩუტყვავილას ვირუსია გავრცელებული

ბავშვებში ვირუსულმა ინფექციებმა იმატა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში საავადმყოფოებს განსაკუთრებით ბევრი პაციენტი წითელა-წითურა და ჩუტყვავილას დაავადებით მიმართავს. უფრო მეტად ხშირია ბავშვებში ჩუტყვავილას ვირუსი.

ერთი წლის ბავშვმა სხეულის მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო

ერთი წლის ბავშვი სხეულის მესამე ხარისხის დამწვრობით თერმული დაზიანების ცენტრში მოათავსეს. პატარას ადუღებული წყალი გადაესხა. პაციენტი რეანიმაციაშია.

ანდრია ურუშაძემ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების შესახებ კონფერენცია გახსნა

საქართველოს ჯანდაცავის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ ბათუმის სასტუმრო "შერატონში" საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების შესახებ 3–დღიანი კონფერენცია გახსნა.

ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების მიზნით პენიტენციალურ სისტემაში მემორანდუმი გაფორმდა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების მიზნით, პენიტენციალურ სისტემაში  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად სასჯელაღსრულების ნომერ მეექვსე და მერვე დაწესებულებებში ჯანდაცვის მოდელის პილოტირება დაიწყება.

ფოტოკოლაჟი