საკრებულოს" ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ლეიკემიით დავადებული ბავშვებისთვის სისიხლი გაიღეს
თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი და უმრავლესობის დეპუტატები დღეს დ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკას ეწვივნენ და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.
"საკრებულო მეორე წელია ჩართულია ამ აქციაში და დეპუტატების კეთილი ნებითა და სურვილით მას სისტემატური ხასიათი მიეცემა. თანამედროვე მედიცინაში ლეიკემიის საწყისი სტადია განკურნებადია, თუმცა ამ დაავადების მქონე ბავშვებს მაქსიმალურად მოკლე ხანში სჭირდებათ ახალი სისხლის მიწოდება. დღევანდელი აქციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი მხრიდან ეს ძალიან მინიმალური და სიმბოლურია, თუმცა, ვფიქრობ ერთიანობაში მნიშვნელოვანია, რადგან თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენა ძალიან ბევრს ნიშნავს", - განცხადა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.
ცნობისთვის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში ამჟამად 16 წლამდე ლეიკემიით დაავადებული 28 მოზარდი მკურნალობს.
მსგავსი სიახლეები
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან დათხოვნილმა ექიმებმა, ერთკვირიანი პროტესტის შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტეს. შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელ კახა ჩიხლაძის სამსახურიდან გათავისუფლება გახდა.
ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ფინანსთა სამინისტროში მორიგი აქცია გაიმართა. ფინანსთა სამინისტროსა და „სისხლის ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ფინანსთა
ისრაელში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფართომასშტაბიანი ევროპული კონფერენცია სახელწოდებით - "2020 წლის ჯანდაცვა" ტარდება.
ღუდუშაურის კლინიკაში გარდაცვლილი ახალშობილი დაიბადა. ცნობილია, რომ 30 წლის ნანა სულუხიამ მკვდარი ბავშვი დღეს დილით გააჩინა.
ჯანდაცვის პროგრამებზე შესაძლოა კონტროლი გამკაცრდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
კახეთში მწვავე ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში თელავის საავადმყოფოში მწვავე ვირუსის სიმპტომებით ათეულობით მცირეწლოვანი ბავშვი შეიყვანეს. მათგან შვიდის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.


































