ჯანდაცვა

ბენეფიციალებს სამედიცინო ფონდ "ჰიპოკრატეს" ექიმთა მობილური ჯგუფი გამოკვლევას ჩაუტარებს

სამშაბათი, 01 მარ 2011 06:25

წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციალებს სამედიცინო ფონდ "ჰიპოკრატეს" ექიმთა მობილური ჯგუფი  დღეს უფასო პროფილაქტიკურ-სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებს.

სამედიცინო აქცია მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ჰელენი ქეას" და არასამეწარმეო ორგანიზაცია "ადამიანის" ორგანიზებით იმართება.

აქციაში ისეთი სამედიცინო და ფარმაცევტული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, როგორიცაა შპს "ავერსი ფარმა", შპს "პსპ-რიხტერი" და შპს"ივერი-მედი".

სამედიცინო აქციას ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გრანტირებული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები "ქაუნთერფართ ინთერნეიშენელი", "ამქორი", "ექთს-ჯორჯია" "აიარდი", აგრეთვე, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ლდს-ჩერიტი", "ვისოლი" და სხვა ორგანიზაციები შეუერთდებიან.

დონორების შემოწირულობა "კათარზისის", "ძალისის" მოხუცებულთა სახლის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს გადაუნაწილდებათ.

მსგავსი სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე, ნიკოლოზ ფრუიძეს 3 წლიანი ...

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე, ნიკოლოზ ფრუიძეს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ფრუიძესთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ფრუიძემ დანაშაული აღიარა.

სეზონური გრიპით თბილისში კიდერ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

სეზონური გრიპით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში. ექიმების თქმით,  პაციენტის სიკვდილის მიზეზი B ტიპის ვირუსი გახდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 1030 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 601 პაციენტს H1 N1, ხოლო 417-ს B ტიპის ვირუსი დაუდგინდა.

ოთარ რუხაძე: 11 წლის მოზარდს თირკმლის უკმარისობასთან ერთად ...

იაშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ოთარ რუხაძის განცხადებით, 11 წლის მოზარდს თირკმლის უკმარისობა აღენიშნებოდა, ამასთან  შეინიშნებოდა ინფექციური ფონი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ჩაქვის ახალ სამედიცინო ცენტრს ეწვია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჩაქვის ახალ სამედიცინო ცენტრს ეწვია და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან ერთად, კლინიკის ამბულატორიული განყოფილება, რეანიმაცია

სასწრაფო დახმარების ახალი ხელმძღვანელი შალვა ბრაჭული გახდა

სასწრაფო დახმარების ახალი ხელმძღვანელი შალვა ბრაჭული გახდა. საკადრო ცვლილების მიზეზი ის პრობლემები და უთანხმოება გახდა, რომელიც ბოლო პერიოდში სასწრაფოს ექიმებსა და ადმინისტრაციას შორის გაჩნდა.

საქართველოს 'ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირი" საზოგადოებას ლეიკემიით დაავადებული ...

რადიო FM 102.4 -ზე , დღეს ლეიკემიის თემასთან დაკავშირებით გადაცემა გავიდა, რომელიც საქართველოს "ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირის" საქმიანობას ასახავდა.

ფოტოკოლაჟი