ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით პრევენციულ ზომებს იღებს

ორშაბათი, 17 იან 2011 09:32

ჯანდაცვის სამინისტრო სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით პრევენციულ ზომებს იღებს. თუმცა როგორც ჯანაცვის სამინისტროში განმარტავენ, ვირუსთან ბრძოლის მეთოდები თითქმის იგივეა, რაც 2010 წელს.

სასწრაფო დახმარების ცენტრის წინასწარი ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, წელს ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით გამოძახებების რაოდენობა ნაკლებია, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ეს მაჩვენებელი თებერვალში გაიზარდოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე სამინისტრომ სპეციალური მიმართვა შეიმუშავა, რომელსაც ყველა სამედიცინო დაწესებულებას გადაუგზავნის.




მსგავსი სიახლეები

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი აფთიაქი გლდანის ...

პენიტენციურ სისტემაში აფთიაქების ლიცენზირება გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი აფთიაქი გლდანის №8 და კიდევ 3 საპყრობილეშ ამოქმედდა.

ანდრია ურუშაძე: სახელმწიფო 250 000 ბავშვს დააზღვევს

0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები სექტემბრიდან უფასო სახელმწიფო დაზღვევას მიიღებენ. ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძის განმარტებით, სახელმწიფო საქართველოს მასშტაბით,  სულ 250 000 ბავშვს დააზღვევს. მათთვის ჰოსპიტალური და ამბულატორული მომსახურება უფასო იქნება.

ცოფიანმა კატამ მამა-შვილი დაკაწრა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ცოფით ინფიცირებული 47 წლის მამაკაცი მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ინფიცირებულის მდგომარეობა უმძიმესია, მკურნალობას არ ექვემდებარება და მხოლოდ დამამშვიდებლებს აძლევენ.

თბილისში შიდსით 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში შიდსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. აივ-ინფექციით 37 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტს დაავადების ფონზე მწვავე ფაღარათი განუვითარდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

62 წლის მამაკაცმა სხეულის 70-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო

უკიდურესად მძიმეა 62 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის დამწვრობის ცენტრში რამდენიმე წუთის წინ მოათავსეს. როინ ნაოჭაშვილმა ხანძრის შედეგად, 70-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო.

შიდსით დღეს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

შიდსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ  დაღუპვის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა. აივ ინფექციის მატარებელმა მამაკაცმა ექიმს დაავადების ბოლო სტადიაზე მიმართა, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ფოტოკოლაჟი