ჯანდაცვა

ქინძი E. coli-ს, სალმონელას და რეზისტენტული სტაფილოკოკის ბაქტერიების ზრდას აჩერებს

სამშაბათი, 25 სექ 2012 12:16

ქინძი  აჩერებს 12 სახის ბაქტერიების ზრდას, მათ შორისაა E. coli, სალმონელა და რეზისტენტული სტაფილოკოკი. ლაბორატორიულ ტესტებში გამოიყენებოდა ხსნარი, რომელიც შეიცავდა 1,6%-მდე ქინძის ზეთს.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ  "მიუხედავად ასეთი მცირე რაოდენობისა, ქინძის ზეთი მაინც იწვევს ბაქტერიების მემბრანის დაზიანებას. ის არღვევს ბარიერს, რომელიც ბაქტერიას გამოყოფს გარემოსაგან, აფერხებს პროცესებს, მათ შორის სუნთქვის პროცესს. ამის შედეგად ბაქტერია იღუპება," - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ფერნანდა დომინგეზი (ბეირა ინტერიორის უნივერსიტეტი). თუმცა ის ვერ მოერია Bacillus cereus, რომელიც იწვევს კვებით ტოქსიკოინფექციებს ადამიანებში (მიმდინარეობს დიარეით და პირღებინებით) და Enterococcus faecalis, რომელიც ხშირად არის საშარდე გზების, მცირე მენჯის ღრუს ინფექციების, ასევე ჭრილობების დაიფიცირების მიზეზი.

ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ქინძის ზეთს შეუძლია შეებრძოლოს ბაქტერიების სახიფათო შტამებს. ამ სანელებელს დიდი ხანია იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში. ითვლებოდა, რომ მას შეუძლია დაგვიცვას ტკივილის, კოლიკის, გულისრევის, სოკოვანი ინფექციებისა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემებისაგან.

 

მსგავსი სიახლეები

ვიქტორ დოლიძე: ჯანდაცვის თვალსაზრისით საქართველო სავალალო მდომარეობაშია

ჯანდაცვის თვალსაზრისით საქართველო სავალალო მდგომარეობაშია, ეს განცხადება დღეს საკრებულოს ფოიეში თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ გააკეთა.

გარდაცვლილი ორსულის ოჯახს ქონება დაუყადაღეს

"თავისუფალი საქართველო“-ს ქუთაისის ოფისის ინფორმაციით, 2011 წლის 16 იანვარს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, გარდაიცვალა 31 წლის ორსული ხათუნა ბერაძე. გარდაცვლილს დარჩა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. გარდაცვალების მიზეზი გახდა ე.წ. "ღორის გრიპის“ დაავადება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი გარდაცვლილთა ვინაობას ამ დრომდე არ ...

ღორის გრიპით კიდევ ორი ადამიანი გარადაცივალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი გარდაცვლილთა ვინაობას ამ დრომდე არ ახმაურებს. ცნობისთვის, ქვეყანაში ღორის გრიპით უკვე 34 ადამინი გარადიცვალა. თუმცა აღნიშნული სასახურის მონაცემებზე დაყრდნობით საშიში ვირუსით მიმდნარე წელს 24 ადამინს დაუდასტურდა ხოლო დანარჩენი სეზონურმა გრიპმა იმსხვერპლა.

ქართველმა მეცნიერებმა ასთმური ხველისა და ბრონქიტის საწინააღმდეგო პრეპარატი ...

ქართველმა მეცნიერებმა ახალი პრეპარატი შექმნეს. ენდემური ჯიშის მცენარის კავკასიური სუროსგან დამზადებული წამალი სპაზმური, ასთმური ხველისა და ბრონქიტის დროს გამოიყენება.

სეზონური გრიპით ბათუმში ქალბატონი გარდაიცვალა

სეზონური გრიპით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც 33 წლის მშობიარე დაიღუპა. ცნობილია, რომ პაციენტი მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე ანტიბიოტიკებს იღებდა, რადგან დადასტურებული B ტიპის ვირუსი ჰქონდა.

ჯანდაცვის მინისტრი კახეთში ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა

სოციალური დახმარების მიღების ახალი სისტემა ლაგოდეხის მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილი გააცნო. მინისტრი ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა და ამ რეფორმაზე ესაუბრა. 

ფოტოკოლაჟი