ჯანდაცვა

მარეგულირებელი ორგანო საეჭვო ფარმაცევტულ პროდუქტებს ქსელიდან ამოიღებს

ორშაბათი, 02 აპრ 2012 19:00

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს განცხადებას, მარეგულირებელი ორგანოს მიერ ზედამხედველობის შესახებწუნდებული, გაუვარგისებული და ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტების ბაზრიდან დროულად ამოღების პროცესზე.

“ჯეონიუსი“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“გაცნობებთ, რომ ფარმაცევტული ბაზრის წუნდებული, გაუვარგისებული და ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტებისაგან დაცვის მიზნით, გარდა რეგულარულად წარმოებული საკონტროლო ღონისძიებებისა, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო აქტიურად არის ჩართული ერთიან საინფორმაციო სისტემაში და რეგულარულად ღებულობს და აწოდებს შეტყობინებებს მსგავსი ტიპის ფაქტების გამოვლენის შესახებ.

მარეგულირებელი ორგანო ახორციელებს ზედამხედველობას წუნდებული, გაუვარგისებული და ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტების ბაზრიდან დროულად ამოღების პროცესზე და საჭიროების შემთხვევებში ავრცელებს შესაბამის ინფორმაციას. ხშირ შემთხვევაში პროდუქტის უკან გამოძახების ინიციატორი თავად ეთიკური ნორმების დამცავი კომპანიებია, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ღონისძიებებს.

ამჟამად, შეტყობინება ეხება კომპანია „ებევე ფარმა"-ს წარმოების ანტინეოპლაზიურ საშუალებას, „კარბოპლატინ-ებევე"-ს, რომლის მონიტორინგის პროგრამის ფარგლებშიც კომპანიამ დააფიქსირა ხილვადი ნაწილაკების წარმოქმნა ვარგისობის ვადის მე-15 -მე 18 თვეებზე. კომპანია იკვლევს სპეციფიკაციიდან ამოვარდნის მიზეზს და გამომწვევი მიზეზის დადგენამდე და მის აღმოფხვრამდე ახორციელებს ბაზარზე არსებული პროდუქციის უკან გამოთხოვას.

აქვე აღვნიშნავთ, „ებევე"-ს წარმოების პრეპარატის დროებით ამოღება ბაზრიდან არ შექმნის მომხმარებლებისთვის პრობლემას, ვინაიდან ქვეყანაში იმპორტირებულია სხვა კომპანიების მიერ წარმოებული შესაბამისი ურთიერთჩანაცვლებადი გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტები.

ასევე გაცნობებთ, რომ სასიცოცხლო ჩვენებისას, შესაძლებელია „ებევე"-ს წარმოების კარბოპლატინის ორგანიზმში შეყვანა სპეციალური ფილტრ-ნემსის გამოყენებით.“

მსგავსი სიახლეები

თბილისის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა

ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. კარანტინის მიზეზი  რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი H1N1 ვირუსით დაავადებული 6 პაციენტია. მოქალაქეებს პაციენტების მონახულება ეკრძალებათ.

ფილტვისა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი კონკურსს აცხადებს

ფილტვისა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი კონკურსს აცხადებს. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დაწესებულება ახალ კადრებს ეძებენ. დასაქმებული მედიკოსები ციხეებში შევლენ და მსჯავრდებულებს შეამოწმებენ.

გია გვარამიას კლინიკა ამერიკული წარმოების მკერდის იმპლანტებს იყენებს

ფრანგული წარმოების "პი-აი-პი"-ს ფირმის იმპლანტები გია გვარამიას კლინიკაში, მკერდის გადიდების ოპერაციის დროს,  არასოდეს გამოუყენებიათ. ამის შესახებ "ჯეონიუსს" გია გვარამიას კლინიკის მთავარმა მენეჯერმა გიგა მიქაუტაძემ განუცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი "საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს" ესტუმრა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას - „საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს" ესტუმრა და ორგანიზაციის მუშაობას ადგილზე გაეცნო.

დომენტი გაგნიძე საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ გამოაცხადა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახალხო მკურნალი დომენტი გაგნიძე დამანაშავედ ცნო. ცნობილია, რომ აღნიშნული პიროვნება წამლების "დომენტოლისა" და "გაგენოლის" არასწორი რეკლამირებისთვის 1000 ლარით დააჯარიმეს.

ანდრია ურუშაძემ ისრაელში შებას სამედიცინო ცენტრი მოინახულა

ანდრია ურუშაძემ ისრაელში ვიზიტად ყოფნის დროს ქალაქ თელ-ავივში შებას სამედიცინო ცენტრი მოინახულა. ანდრია ურუშაძე შებას ბაზაზე არსებული სიმულაციის ცენტრის მუშაობასაც გაეცნო, რომლის ანალოგის შექმნა საქართველოშიც იგეგმება.

ფოტოკოლაჟი