ტუბერკულოზთან ბრძოლის გეგმებზე იმსჯელეს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის რეფორმისა და ტუბერკულოზთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში სამინისტროს სამედიცინო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტების, ჯანდაცვის სამინისტროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე წარდგენილ იქნა რეფორმის ფარგლებში უკვე განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში და განხილულ იქნა ჯანდაცვის რეფორმის და ტუბერკულოზთან ბრძოლის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, სამომავლო კონკრეტული საკითხები.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონის ახლად გახსნილ კლინიკას ესტუმრა.
საქართველოში ღორის გრიპის შემთხვევები უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. კატასტროფების რეგიონალურმა ცენტრმა, თბილისში 20-მდე ვირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტი გადმოიყვანა. ცნობილია, რომ მათ ამ დროისთვის ლაბორატორიული გამიკვლევები უტარდებათ.
აივ ინფექციით თბილისში 37 წლის მამაკაცი დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით, ეს მარტის თვეში შიდსით გარდაცვალების უკვე მეხუთე შემთხვევაა. დაღუპულთა შორის სამი მამაკაცი, ორი კი ქალია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში შიდსით დაინფიცირების 82 და გარდაცვალების 22 შემთხევვა დაფიქსირდა.
არაპროფესიონალი ექიმის გამო პაციენტის დაზარალების, ან გარდაცვალების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობა დაჯარიმდება, ხოლო ექიმს ლიცენზია ჩამოერთმევა. ამის შესახებ ჯანდავის მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
პაციენტის მორიგი ბრალდება ექიმებს. 23 წლის ვახტანგ ოჩხიკიძის ოჯახი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს უყურადღებობაში ადანაშაულებს. პაციენტის დედის, მაია ოდიკაძის განცხადებით, მის ვაჟს გულ-მკერდის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე, კიდურის დაზიანება აღენიშნებოდა, თუმცა, მას თაბაშირი რამდენიმე დღის შემდეგ დაადეს.
ფილტვისა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი კონკურსს აცხადებს. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დაწესებულება ახალ კადრებს ეძებენ. დასაქმებული მედიკოსები ციხეებში შევლენ და მსჯავრდებულებს შეამოწმებენ.


































