თბილისი

ვაკე–საბურთალოს რაიონში დამისამართების პროექტი იწყება

ოთხშაბათი, 28 სექ 2011 10:54

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვაკე–საბურთალოს რაიონში დამისამართების პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარებას და შესაბამისად, მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გამართული სამისამართო სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას და აღქმას, ისე ყველა იმ პრობლემას, რომელიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს.

მალე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ე.წ. სამისამართო რეესტრიც შეიქმნება.

სამისამართო სისტემის შექმნის პროექტის განხორციელებით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები გაქრება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. სამისამართო ბაზა შეივსება სხვადასხვა მონაცემებით – ქუჩის მიმართულება, დასახელება, დასამისამართებელი ერთეულის დანიშნულება და ტიპი (მაგ.: საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, კულტურული, სავაჭრო, საწარმოო თუ სხვ. შენობა), განისაზღვრება შენობის შიგნით ფართობების დანიშნულება (მაგ.: ლოჯია, სარდაფი, აივანი, სხვენი, სადარბაზო, ლიფტის შახტი, ავტოფარეხი, საოფისე–კომერციული ფართი და ა.შ.) ყველა კონკრეტულ ბინას მიებმება ინფორმაცია საკადასტრო კოდის, კომუნალური მომსახურების აბონენტის ნომრის, მობინადრეების და სხვათა შესახებ.

ვაკე/საბურთალოს რაიონში არსებული ქუჩების და შენობების დიგიტალიზაცია/ინვენტარიზაციას ახორციელებენ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები: მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი".

 

მსგავსი სიახლეები

ზაზა გაბუნია: არავის და, მით უმეტეს, ქართულ ოცნებას, ...

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება. ზაზა გაბუნიას განცხადებით, როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების”

ინვესტორი მერიას 11 მილიონის გადახდას სთხოვს

სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებელი კომპანია, "ტიფლის ბიზნეს ჯგუფი" ქალაქ თბილისის მერიას მიმართავს. როგორც "პრაიმტაიმის" პრესკლუბში კომპანიის ხელმძღვანელებმა, გიორგი ზაქაიძემ და ნიკოლოზ ფორჩხიძემ

ნაძალადევის რაიონის გამგებლად ვახტანგ ბალავაძე დაინიშნა

ნაძალადევის რაიონის გამგებლად იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის სამსახური ავრცელებს. ბალავაძე გამგებლის პოსტზე მუშაობას დღეიდან შეუდგა. შესაბამის ბრძანებას ხელი თბილისის მერმა უკვე მოაწერა.

თბილისში საოჯახო მედიცინის ცენტრი "მედიქალ ჰაუსი" გაიხსნა

თბილისში ქართულ - ამერიკული საოჯახო მედიცინის ცენტრი „ მედიქალ ჰაუსი “ გაიხსნა. კლინიკაში მკურნალობა ამერიკული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს

ვიქტორ დოლიძის განცხადებას საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო ...

ვიქტორ დოლიძის განცხადებას საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

თბილისის მერია ავტომანქანების დაზღვევის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ...

თბილისის მერია ავტომანქანების დაზღვევის მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ტენდერში „დაზღვევის კომპანია ქართუს“ გამარჯვებასთან დაკავშირებით, ტენდენციურს უწოდებს.

ფოტოკოლაჟი